Home Blog გვერდი 103

პირველი სკოლის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამოქალაქო აქტივობა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო  სკოლის სხვადასხვა  ასაკის მოსწავლეებმა რამდენიმე წუთიანი აქტივობა, ფლეშმობი, მოაწყვეს. აღნიშნული სანახაობა, ერთგვარი სტარტია იმ ღონისძიებებისა, რომელიც სკოლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  გაიმართება.   აღსანიშნავია,  რომ მიმდინარე წელს სკოლას დაარსებიდან 80 წელი უსრულდება.  სამზადისი დაწყებულია თუმცა ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისათვის სკოლას ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება.  

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

0

ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Polat Yol Yapı Sanayi ve Ticaret A.Ş. Gürcistan Şubesi“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა უახლოეს დღეებში სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩებიდან დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი აღნიშნულ ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება.კონტრაქტორი კომპანია ქალაქ ბოლნისში წყალარინების სისტემების მოწყობას 12 თვეში დაასრულებს. სამუშაოები როგორც ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემის ასევე ბოლნისი-მარნეულის დამაკავშირებელი კოლექტორის მოწყობასაც ითვალისწინებს.შეგახსენებთ, რომ მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამ სამუშაოებს ჯამში 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება.„ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. კომპანიის წარმომადგენლებთან პროექტის ყველა დეტალი განვიხილეთ და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები უკვე დღეიდან აქტიურად დაიწყო. საკანალიზაციო ქსელის მოწყობას კომპანია ერთ წელში გეგმავს და ამ პროექტის განხორციელება ჩვენ საშუალებას მოგვცემს ქალაქ ბოლნისში გზების პრობლემა მთლიანად აღმოვფხვრათ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

,,ნეკერმა“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

0

ქვემო ქართლის  სათემო ორგანიზაციამ აქტიური მუშაობა დაიწყო, პირველ ეტაპზე, მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით ,,ნეკერის“  წევრებმა საინფორმაციო კამპანია გამართეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის თქმით, შეხვედრების მიზანია ხმა მიაწვდინონ პოტენციურ მხარდამჭერებს.

,, კამპანიის ფარგლებში გვსურს ხმა მივაწვდინოთ „ნეკერის” პოტენციურ მხარდამჭერებს. იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ვცდილობთ, ვინც ჩვენს ორგანიზაციულ ხედვას და ღირებულებებს იზიარებენ, ამავე დროს მზად არიან „ნეკერთან“ ურთიერთობისთვის – ეს იქნება ორგანიზაციის საქმიანობისთვის თვალყურის დევნება, გულშემატკივრობა, თუ მის საქმიანობებში მოხალისეობრივად ჩართვა“-აღნიშნა აღნიშნა ,,ნეკერის“ თანადამფუძნებელმა როზი დევნოზაშვილმა.

პირველ ეტაპზე საინფორმაციო სახის შეხვერდები შედგა  გადაწყვეტილების მიმღებ პირებებთან:  – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, სკოლანდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებთან და  მედიის წარმომადგენლებთან.

შემდეგი აქტივობა იყო საბავშვო ბაღების მენეჯერებთან საერთო შეხვედრა, სადაც მოხდა  ,,ნეკერის“ გაცნობა, იმსჯელეს მშობელთა ჩართულობის თვალსაზრისით ბაღებში არსებულ გამოწვევებზე.

ნოემბრის დასაწყისში მსგავსი ფორმატის და შინაარსის შეხვედრა გაიმართება სკოლების დირექტორებთან. პარალელურად დაიწყება პირისპირ შეხვედრები უშუალოდ მშობლებთან და მასწავლებლებთან/აღმზრდელებთან.

ამავე კამპანიის ნაწილია კვლევის კომპონენტიც, რომლის ფარგლებშიც მოხდება ელექტრონული კითხვარის საშუალებით  მიზნობრივი აუდიტორიის გაცნობა , ბაღებსა და სკოლებში მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული  ბარიერების შესწავლა.

,, ვართ ერთად ბავშვების მხარეს“ -კამპანია გაგრძელდება 2022 წლის ბოლომდე“.

 ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია ,,ნეკერი“-ს  მისიაა ქვემო ქართლის საბავშვო ბაღების/სკოლების მშობლებთან დაახლოება, მათი თანამშრომლობის წახალისება.  ორმხრივი კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენას შეუწყობს ხელს, რაც აღსაზრდელთა/მოსწავლეთა ჯანსაღი განვითარებისთვის ეფექტური საქმიანობის განსაზღვრის და განხორციელების წინაპირობა იქნება.

ბოლნისში პროექტი ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ხორციელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი იქნება გათვალისწინებული. სულ 5(ხუთი) ინიციატივა დაფინანსდება, თითოეული პროექტის ღირებულება 300 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. 5 ინიციატივას კი თავად მოქალაქეები კენჭისყრის გზით შეარჩევენ. 2 პროექტი დაფინანსდება ქალაქ ბოლნისში (ქალაქში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 2 (ორი) პროექტიც მიიღებს), ხოლო 3 პროექტი სასოფლო დასახლებებში (სოფლებში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 3 (სამი) პროექტიც მიიღებს).

,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ” ორგანიზებით ბოლნისში სამედიცინო აქცია ჩატარდა

0

,,ქალთა ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის’’ პროექტის  ფარგლებში, დღეს  ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ‘’ორგანიზებით, სამედიცინო აქცია ჩატარდა. ორგანიზაციის  წევრებმა საინფორმაციო კამპანიის შედეგად შერჩეული 25-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის ეროვნული სკრინინგ ცენტრი მოიწვიეს, ცენტრმა  სამედივინო პერსონალითა და აპარატურით ოთხმოცამდე  ქალბატონს სხვადასხვა სახის სკრინინგ კვლევა ადგილზე ჩაუტარა. სამედიცინო აქცია საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით განხორციელდა.

,,ქართული ოცნების”ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს უერთდება

0

ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიები ტარდება.

,,ქართული ოცნების” ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერფორმანსი მოაწყვეს ხელისგულებზე საჯაროდ დაიხატეს ლოგო და საზოგადოებას უთხრეს, რომ კიბო განაჩენი არ არის!

#ძუძუსკიბოგანაჩენიარარის #შენისიცოცხლეშენსხელშია #ჩაიტარესკრინინგი

„არემჯის“ მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

0

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

20-21 ოქტომბერს, ორ დღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 26 სპიკერი წარსდგება. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემების შეფასებას და გადაწყვეტის გზებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, გარემოსდაცვით ღონისძიებებს და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ  გაეცნონ კონფერენციის ფარგლებში მომზადებულ 16 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე http://www.msgeorgia2012.com/ პრეზენტაციის სახით გამოქვეყნდება.

არემჯი 2018 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციის გენერალური სპონსორია.  კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, თორნიკე ლიპარტიამ ხაზი გაუსვა კომპანიას და უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვა ყველა მონაწილეს.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენ ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებისა თუ პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები ვართ. ვფიქრობ, ეს მდგრადი პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ქვეყანაში სამთო-საქმისა და გეოლოგიის დარგის განვითარებისთვის. კონფერენცია მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის დარგით დაინტერესებული პირებისთვის, გაცვალონ თანამედროვე მიდგომები და ცოდნა. – აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

საინფორმაციო შეხვედრა იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ხაზაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროგრამებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე, ასევე მან ისაუბრა სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ რისკებზე, ვაქცინაციის ეფექტურობაზე და Covid 19-ის პრევენციულ ღონისძიებებზე.შეხვედრის ბოლოს, მედიისა და სამედიცინო პერსონალისთვის კიდევ ერთხელ განიხილეს კორონა ვირუსის განვითარებისა და გავრცელების ქრონოლოგია და ქვეყანაში ვაქცინების მოწოდების მობილიზაციის პროცესები. დღევანდელ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

0

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.geაღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ. 2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge 26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:1. სკოლის დირექტორის სტანდარტი;2. განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები; 3. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება; 4. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება; 5. სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი; 6. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;7. ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება; 8. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება; 9. მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა; 10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები; 12. სასკოლო კულტურის ფორმირება.სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge. ამასთან, ხშირად დასმული კითხვების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებული მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა. ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

„ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“ – პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი სასწავლო ვიზიტით დანიაში,  ქალაქ კოპენჰაგენში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, კოპენჰაგენის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსთან, დანიის ახალგაზრდულ საბჭოსთან, ახალგაზრდობის სააგენტოსთან და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ ელჩებთან გაიმართა,  საუბარი დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ადგილობრივ პროგრამებსა და ღონისძიებებში, შეხვედრებზე ისაუბრეს  სამომავლო თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებზე.

დანიაში ვიზიტი პროექტის „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“  ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც  დანიური ორგანიზაცია „Corssing Bonduers” „მშვიდობისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICPI  და ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მიერ ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე წინასწარ შერჩეულმა თორმეტმა სამიზნე მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრმა გაიარა ტრენინგი, სადაც განხილული იქნა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობები. ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება წარმატებული პროექტების ევროპული პროგრამების შესახებ.