ორშაბათი, ივნისი 23, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 101

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

0

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტების და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება. განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაბა კაზრეთის საჯარო სკოლები შეუერთდა

0

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებისა და გამარჯვებულების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, წელს პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“

დაბა კაზრეთის ( ბოლნისის მუნიციპალიტეტი)  N1 და N2 საჯარო სკოლები ჩაერთნენ.  წლის მანძილზე სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში 40-მდე მოსწავლემ, პროექტის ფარგლებში სპეციალურად დატრენინგებული მასწავლებლების დახმარებით, საჯარო დებატების ინტენსიური კურსი გაიარა.

დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლების შორის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა სიმონიშვილი დასახელდა. „არემჯიმ“ ასევე, პროექტის პარტნიორ „ლიბერთი ბანკთან“ ერთად საჩუქრები გადასცა პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული 60 დებატკლუბის  ხელმძღვანელები არიან. საჩუქრები გადაეცათ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ მარიამ ბერიას და  N2 საჯარო სკოლის პედაგოგ მაია დევნოზაშვილს, რომლებმაც წარმატებით უხელმძღვანელეს სკოლებში გახსნილ კლუბებს და თბილისში 25-26 ივნისს გამართულ დებატების ეროვნულ ტურნირზე წარადგინეს გუნდები.

„კომპანია „არემჯი“ წელს გახდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის პარტნიორი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დებატკლუბებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიც დაემატა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თანაბრად უწყობს ხელს, როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლების განვითარებას და მათ არაფორმალური განათლების მიღების კუთხით ძალაინ საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს. მოხარული ვარ, რომ კაზრეთის სკოლებმა ძალიან სწრაფად აუღეს ალღო დებატების პრინციპებს და  ეროვნული ტურნირის ფარგლებში გამოვლენილ წარმატებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის იყვნენ კაზრეთის ორივე სკოლის წარმომადგენლები. „ – განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

მოსახლეობის საყურადღებოდ! განცხადება

0

მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა , რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მდინარე ქციაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
აქედან გამომდინარე, 2022 წლის 18 ივლისიდან 45 დღის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ჩაიკეტება.

ლიზი გაბიძაშვილმა ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

0

დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლიზი გაბიძაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. “webster university georgia’’-მ კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა და მასში მონაწილეობა 200-მდე აბიტურიენტმა მიიღო, მათ დამოუკიდებლობის , თავისუფლების თემატიკაზე ესეს მომზადების საშუალება ჰქონდათ.   საუკეთესო შინაარსის ავტორები უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ მოხდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ესეს ავტორების გამოვლენა და დაჯილდოვება. ,,არაფორმალური განათლება და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდები და იღებ გამოცდილებას,  ვცდილობ ამ კუთხით აქტიურად ჩავერთო ,  კონკურსის შესახებ ინგლისურის პედაგოგისგან შევიტყვე, რამდენიმე საათში მოვამზადე ესე და ბოლო წუთებში გავაგზავნე, ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი ესე 20 საუკეთესოს  შორის  მოხვდა.  მიღწეული წარმატება პედაგოგის დამსახურებაა, მადლობა მას და სკოლას, ვამაყობ რომ დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ’’-აღნიშნა ლიზი გაბიძაშვილმა.

დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლის დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ მილი მეჯლისის დეპუტატს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაგიევს.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა

0

,,დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვდით. აზერბაიჯანისა და ქვემო ქართლის ქალაქებს შორის გაფორმებული დაძმობილების მემორამდუმი კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას”- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდეგ ქალაქებს შორის: მარნეული – შამქირი; გარდაბანი – აღსტაფა; ბოლნისი – გოიგოლი; დმანისი – დაშკესანი. გიორგი დოხტურიშვილი სამხარეო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის, ასევე მოინახულა „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი, შეჰიდთა ხეივნი და საფლავებს ყვავილების თაიგულებით პატივი მიაგო.

გიორგი დოხტურიშვილთან ერთად სამხარეო დელეგაციას წარმოადგენდა: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები: დავით კარგარეთელი, ნინო ლაცაბიძე, დავით შერაზადიშვილი, კენან ომაროვი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, გიორგი წიკლაური, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაი და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღუწკაია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რაიონს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

13 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გოიგოლის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტად დასაახლოებლად და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გოიგოლის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თურანი ალიევმა მოაწერეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/რაიონის, კულტურის, ტურიზმის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, გამწვანების, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვსა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ სეიდბეკოვთან.

დღეს კი, საქართველოს დელეგაციის წევრები, შეხვედრებს გამართავენ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქერიმოვსა და მილი მეჯლისში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან არზუ ნაგიევთან.

საქართვეოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს.

,,მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რიონთან მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოებას და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები წარმოადგენენ, ჩვენ ერთ სივრცეში, მრავალი წელია, ჰარმონიულად თანაცხოვრობთ, ერთად ვიღწვით უკეთესი საქართველოს მომავლისთვის და ვფიქრობ, ახალი ურთიერთობები ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

0

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს ზეიმობს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ.ბოლნისის, ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წირვა-ლოცვა აღავლინა, მრევლს ამ დღის მნიშვნელობაზე და მოციქულთა ღვაწლზე ესაუბრა.
,,ყველას მინდა მოგილოცოთ ჩვენი დიდი დღესასწაული, პეტრე და პავლე მოციქულთა ხსენება, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლნისელებისთვის, იმიტომ, რომ ბოლნისის თავზე, წმ. ელიას მთაზე აღმართულია უდიდესი, უბრწყინვალესი ტაძარი, პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის, ამიტომაც დღეს ბოლნისში დღესასწაულია, გეწეოდეთ მისი ძალა და მადლი, მისი ღირსეული მიმდევრები ყოფილიყავით რწმენით, უფლისა და ერთმანეთის სიყვარულით. გაიხარეთ, მრავალს დაესწარით,“განაცხადა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.
სამეუფეო წირვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
,,ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს მინდა პეტრე-პავლობის დღესასწაული მივულოცო. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოწამეობრივი ღვაწლით გამოირჩევიან , ისინი არიან მაგალითი ადამიანის თავდადებული სარწმუნოებისა და სიყვარულისა. ყველა ჩვენს მოქალაქეს მთელი გულით ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მინდა ვუსურვო,“აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს, რომლებსაც თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის’’ პრეზენტაცია ბოლნისში

0

თანასწორი სამოქალაქო საზოგადოება,სოციალური ინტეგრირების ხელშეწყობა და ინფორმირება ეს ის ძირითადი მიმართულებაა, რაზეც ახლად შექმნილი ,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა’’  აქტიურ მუშაობას აპირებს, დამფუძნებლებმა დღეს ორგანიზაციის მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს,რომელსაც ბოლნისის ,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი სამთავრობო და არასამთავეობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ოგანიზაციის თავჯდომარემ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა  პროექტზე ,,ქალთა ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის’’, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება, პროექტის სამიზნე ჯგუფი სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და გოგონები არიან.

გოგი მეშველიანი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს -თანადგომის, იმედის, მშვიდობის, ადამიანზე ზრუნვის დღესასწაულს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშელიანი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან -ბაირამს ულოცავს. „ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – თანადგომის, იმედის, მშვიდობის, ადამიანზე ზრუნვის დღესასწაულს. ჩვენი რეგიონი გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების ერთობლიობა, კი ქმნის მულტიკულტურულ გარემოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. ვუერთდები თქვენს ზეიმს! გისურვებთ წარმატებას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.