2022 წელს, ნოემბრის თვის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 3665 გრძივი მეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

0
213

სოფელ ხატისოფელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწყობის მასშტაბური პროექტი განხორციელდა. 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 640 000 ლარი შეადგინა.

სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალ საავტომობილო მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო. დასახლებულ პუნქტებში კი ღია სანიაღვრეებიც გაკეთდა. სამუშაოების სრულმა ღირებულებამ 1 275 000 ლარი შეადგინა.

სოფელ ვანათში 870 გრძივი მეტრი ბეტონის გზა გაკეთდა. პროექტის ფარგლებში, ასევე 222 მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყო.

სამივე პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 2022 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი 6 მილიონამდე ლარს აითვისებს. აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა წელს ქალაქ ბოლნისში სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩების მონაკვეთებზეც მოეწყობა.

წინა სტატიაგამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია“გალფმა” 100 პირველკურსელი სტიპენდიანტი გამოავლინა