ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი დააზარალა

6-7 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს ზიანი მიადგა. სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

დაბა კაზრეთში ძლიერმა ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი მოხადა. დაბაში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავიც .

სტიქიამ სოფელ ბალიჭიც დააზარალა. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის სახურავები 15 ოჯახს დაუზიანა, ქარმა სახურავი მოხადა ასევე სოფელში არსებულ რიტუალების სახლსაც.

სოფელ დარბაზში სტიქიამ ორი მოსახლის საცხოვრებელ სახლს გადახურვა მთლიანად მოხადა. 11მოქალაქის საცხოვრებელ სახლს კი ნაწილობრივი ზიანი მიადგა.
ქვემო ბოლნისში ამბულატორიისა და 9 მოქალაქის სახლების სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა. ერთ მოქალაქის სახლს კი სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა.

სოფელ ბოლნისში შვიდი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.

ძლიერმა ქარმა ქალაქ ბოლნისიც დააზარალა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.

ამ ეტაპზე სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს, რის შემდეგაც მოქალაქეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები