„სივრცე განვითარებისთვის ჩვენთან ერთად“ ბოლნისის ბაღების გაერთიანებაში ახორციელებს ტრენინგს თემაზე „როგორ ვიმუშაოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან“. ტრენინგ-მოდული 3 დღის განმავლობაში მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს, რომლის მიზანია პედაგოგების ინფორმირება, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და იმ მიდგომების გაცნობა, რომელიც ხელს შეუწყობს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებულ მუშაობას.
ტრენინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მხარდაჭერით მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი საგანმანათლებლო პერსონალი, მოწვეული ტრენერისგან იღებს ინფორმაციას, კონკრეტული ქეისებით, როგორი უნდა იყოს მხარდაჭერა და ხელშეწყობის სტრატეგია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საბავშვო ბაღებში.