პარასკევი, ივნისი 20, 2025
spot_img
HomeTVსკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

„თქვენს მოსვლას კედლებიც ღიმილით ხვდებიან“ – ამ სლოგანით დახვდნენ დღეს მე-5-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს და ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. როგორც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, აქაც შესრულდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა დროშა.

ახალი 2023-2024 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 000-ზე მეტმა პირველკლასელმა, აქედან 48 000 ათასმა საჯარო და დაახლოებით 7000 კერძო სკოლებში დაიწყო სწავლა. საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და მათმა დამრიგებლებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია წიგნებით და რვეულებით.

პირველი ზარი  ბოლნისის მუნიციპალიტეტში 700-ზე მეტი მოსწავლისთვის პირველად დაირეკა.  სკოლები მოსწავლეებს ღონისძიებითა და სახელმწიფოს მიერ გაკეთებული საჩუქრებით დახვდნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები