ხუთშაბათი, მარტი 26, 2026
spot_img
Homeრუბრიკებიმეოთხე თაობის მეღვინე ბოლნისიდან - თორნიკე შერაზადიშვილი

მეოთხე თაობის მეღვინე ბოლნისიდან – თორნიკე შერაზადიშვილი

ბოლნისი ღვინის კულტურით გამორჩეული რეგიონია, სადაც მეღვინეობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. სწორედ ამ ისტორიის გაგრძელებაა თორნიკეს ოჯახური მარანი, რომლის ფესვები 1817 წლიდან მოდის. მეოთხე თაობის მეღვინე დღეს წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ცდილობს, ტრადიცია თანამედროვე ხედვას შეუთავსოს. რას ნიშნავს ორი საუკუნის მემკვიდრეობის ტარება, როგორია ბოლნისის ღვინის უნიკალურობა და რა პერსპექტივა აქვს რეგიონს ღვინის რუკაზე – ამ თემებზე თორნიკე გვესაუბრება.

-თორნიკე, თქვენი ოჯახი ბოლნისში მეღვინეობით1817 წლიდანაა  დაკავებული, რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელება?

-ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელება ნიშნავს ვუერთგულო იმ შრომის კულტურას, რომლითაც გერმანელები გამოირჩეოდნენ და შევმატო დამატებითი სტიმული მეღვინეობის საკუთარ კერას. ვფლობ 200 წლის მარანს ძალიან დიდი ისტორიით, რაც თავისთავად მომხიბვლელი და დამაინტერესებელია უამრავი ტურისტისთვის.

როცა იცი, რომ ეოთხე თაობას წარმოადგენუფრო პასუხისმგებლობაა თუ მოტივაცია?

-ზოგადად, როდესაც ადამიანის ბიზნეს საქმიანობას ვეცნობი, ყოველთვის ვინტერესდები, თუ  რით იყვნენ მისი წინაპრები და უფროსი თაობა დაკავებული, რადგან ეს ყველაფერი (როდესაც ამდენი წელი ოჯახი ერთ საქმიანობას ეწევა) რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრესტიჟია, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

-როდის მიხვდით, რომამ ტრადიციის გაგრძელება გინდოდათ და ეს საქმე თქვენი ცხოვრების ნაწილად დარჩებოდა?

-ზოგადად ბავშვობიდან მაქვს ამ სფეროსთან შეხება და, ეს ყველაფერი, თითქოს ჩემთან თავისით მოვიდა. მაქვს სურვილი და თანდაყოლილი გრძნობა, რომ სხვა საქმიანობებთან ერთად, ეს სფერო ჩემი ინტერესის საგანი ყოველთვის იქნება.

-ბოლნისი ისტორიულად მეღვინეობის კერად ითვლება. თქვენი აზრით, რა განასხვავებს ამ რეგიონის ღვინოს სხვა კუთხეებისგან?

-პირველ რიგში განასხვავებს ის, რომ პირველი კერა მეღვინეობის დაიწყო ამ რაიონიდან, რაც პასუხისმგებლობას გვიზრდის, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მეღვინეობის საწყისი ეს ტერიტორიაა, სავარაუდოდ, ძველმა ქართველებმა იცოდნენ, რომ ბოლნისი თავისი კლიმატით და ნიადაგის სიმდიდრით გამოირჩეოდა, რაზეც ათასწლეულების წინ დაწყებული ღვინის წარმოება მეტყველებს.

-რამდენად მნიშვნელოვანია ბოლნისის კლიმატი, ნიადაგი და ტერუარი იმ ღვინოებისთვის, რომლებსაც დღეს ქმნით?

-მნიშვნელოვანია იმით, რომ ღვინოს აქვს განსხვავებული არომატი და გემოვნური მახასიათებლები. ასევე შედარებით სიმსუბუქე სხვა კუთხის ღვინოებისგან განსხვავებით და დაბალანსებული მჟავიანობა.

-ფიქრობთ თუ არა, რომ ბოლნისს ჯერ კიდევ ბოლომდე არა ქვს გამოვლენილი საკუთარი პოტენციალი ღვინის რუკაზე?

-არ გამოუვლენია,  ცნობადობა ჯერჯერობით არ არის იმ მაჩვენებელზე, რაც უნდა იყოს, პოტენციალი აქვს უზარმაზარი, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღვინის მახასიათებლებით საკამაოდ გამოირჩევა სხვა რეგიონის ღვინოებისგან და, თუ მომხმარებელს დავეთანხმებით, საკმაოდ კარგ შეფასებას იმსახურებს. რაც მეტი ადამიანი გაიცნობს ჩვენს ღვინოებს, მოთხოვნა პარალელურ რეჟიმში გაიზრდება.

-ოჯახური გამოცდილებიდან რაცოდნა გადმოგეცათ, რაც დღემდე უცვლელად მიგაჩნიათ?

-გამოცდილება და მიდგომა, რომელიც ოჯახიდან გადმომეცა და ვინარჩუნებ, არის ღვინის დაყენების ტექნოლოგია, რასაც ასევე მიმართავდნენ გერმანელებიც, დუღილი ჭაჭასთან ერთად, ხოლო დადუღების შემდგომ, სითხისა და ჭაჭის განცალკევება.

-რომელ ჯიშებს, ან ღვინის წარმოების სტილს თვლით თქვენი მეღვინეობის ყველაზე გამორჩეულ სახედ?

-ყველაზე გამორჩეულ სახედ ვთვლი რქაწითელის ჯიშს, ბოლნისის რქაწითელს, ასე მგონია,  ანალოგი არ აქვს და, შეიძლება ითქვას, რეგიონის სავიზიტო ბარათია.

-როგორია თანამედროვე მეღვინის ყოველდღიურობა ბოლნისში?

-თანამედროვე მეღვინის ყოველდღიურობა გამოირჩევა ვენახის მოვლითა და ღვინის ხარისხის კონტროლით.

-თორნიკე, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბაზარზე საკუთარი რეგიონის იდენტობის სწორად წარმოჩენა?

-რქაწითელთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნე, გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით და თუ პოზიციონირებაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ამ ჯიშით უნდა დავაინტერესოთ საზოგადოება, რადგან სხვა რეგიონის ანალოგიური ჯიშისგან საკმაოდ განსხვავდება და, ჩემი აზრით ბევრად საინტერესოა. ასევე, ამ ყველაფერს ერთვის გერმანელების ისტორიული წარსული, რაც ერთი ორად გაზრდის და მიიპყრობს მომხმარებლის ინტერესს.

-როგორ ხედავთ ბოლნისის მეღვინეობის მომავალს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონტექსტში?

-ჩვენი რეგიონის პოტენციალიდან და ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ერთადერთი რაც გვჭირდება, არის  ჩვენი ღვინოების პოპულარიზაცია. ასევე ხარისხის შენარჩუნება და რეგიონის ისტორიულ-კულტურულ-ეკონომიკური წარსულის საზოგადოებამდე მიტანა

-გაქვთ თუ არა გეგმები ახალი ღვინოების, ჯიშების,ან ექსპერიმენტების?

– რა თქმა უნდა, ექსპერიმენტებს ყოველთვის მივმართავ და ვაყენებ სხვადასხვა ჯიშის ღვინოებს, ვაკეთებ როგორც კუპაჟს, ასევე სეპაჟს.

-და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის იყო ბოლნისელი მეღვინეXXI საუკუნეში?

-ისტორიული წარსულისა და წინა თაობის საქმიანობის კონტექსტში ნიშნავს პასუხისმგებლობას, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობასაც.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები