ბოლნისში, დიდი ისტორიისა და მდიდარი კულტურის ქალაქში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სიონის“ 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.ღონისძიების დასაწყისში ნაჩვენები იყო „სიონის“ შესახებ შექმნილი ფილმი არქივიდან , რომელიც ანსამბლის დაარსების ისტორიასა და განვითარებას ასახავდა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ,კულტურის სახლის დიდ სცენაზე ,ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა, ქართული ტრადიციული სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რაც კიდევ უფრო უსვამდა ხაზსს ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ძველ ისტორიულ ქალაქში.
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სიონი’ ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში და ქვეყნის გარეთ ყოველთვის ღირსებით წარადგენდა ქართულ კულტურასა და ისტორიას.
ღონისძიებას „სიონის“ სხვადასხვა თაობის წევრები, კულტურის სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურული ცხოვრებისა და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ღონისძიების დასასრულს, ბოლნისის კულტურის სახლის წინ, ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი გრანდიოზულად გაიხსნა.





