ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

ქალაქ ბოლნისში საძმო სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე, სადაც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ლევან მემანიშვილია დაკრძალული, ძმათა სასაფლაოს მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 222 500 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ძმათა სასაფლაოზე  მემორიალის მოწყობაც იგეგმება, რომლის პროექტი კონკურსის წესით შეირჩევა.

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება, 2021 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის სურვილის შესაბამისად, ლევან მემანიშვილის ნეშტი მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით დაიკრძალა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები