სურვილის საწინააღმდეგოდ ქორწინება და გზა სიღარიბიდან ტრაგედიამდე, ერთ მოქმედებაში გადმოცემული ორი ოჯახის სევდიანი და ტრაგიკული ამბავი რეჟისორმა გიორგი კაშიამ, დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგა. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბოლნისს, გასტროლის ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი ეწვია. პიესა ერთგვარი სოციალური მესიჯია იმ შედეგის, რომელსაც მშობლები შვილების თავისუფლების ხარჯზე იღებენ. სპექტაკლი „მსხვერპლნი“ ბოლნისის თეატრში გაიმართა, რომელიც სრული ანშლაგით და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.