ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება. პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს სოფლის კრება მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის საჭიროებებს და სოფელში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. სოფელ ტანძიაში, დარბაზში, სავანეთში, ტალავერსა და მამხუტში ადგილობრივებმა განსახორციებელი პროექტები შეარჩიეს. წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
პოპულარული სიახლეები
ბოლნისელი თათია მინდიაშვილი აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულია
22 ნოემბერს, რიგით მესამე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023, საზეიმო ვითარებაში დასრულდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. რამდენიმე ეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში, (სპეციალისტი,...