სავსე დარბაზი და ანთებული ეკრანი – ბოლნისის კინოთეატრი მაყურებელს უბრუნდება

0
253

სავსე დარბაზი და ანთებული ეკრანი, ეს ბოლნისის კინოთეატრია, სადაც მრავალი წლის შემდეგ მაყურებლისთვის  კარი კვლავ გაიღო. ,,ღორი’’-ასე ერქვა ქართველი რეჟისორის, გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო    მხატვრულ ფილმს, რომლის ჩვენებაც ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი ჩვენებების ფარგლებში მოეწყო, ფილმი გადაღებულია ნამდვილ ამბავზე  დაყრდნობით და უცხო სოფელში მძევლად აყვანილ ბიჭზე გვიამბობს.

შენობაში ფილმის ჩვენებამდე დიდი სამუშაოები ჩატარდა, დასუფთავდა შიდა და გარე სივრცეები, ახალგაზრდები უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრისთვის ახალი სიცოცხლის დასაბრუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენდა და ასე ცდილობენ დიდ ეკრანზე კინოს დაბრუნებას.

წინა სტატიაწლების შემდეგ მაყურებლისთვის პირველად გაიღება ბოლნისის კინოთეატრი
შემდეგი სტატიაბოლნისში ეპიდვითარება სტაბილურდება