საახალწლოდ მორთულ ბრჭყვიალა დარბაზში, ულამაზეს ფერებში და ფორმებში გამოწყობილმა რამდენიმე თაობის აღსაზრდელებმა, ქორმაისტერ ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოება საშობაო ზღაპარში ამოგზაურა. საახალწლო სადღესასწაულო მრავალხმიანი შესრულება, პატარების ბედნიერებით აციმციმებული თვალები, საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
წელიწადის ამ დროს, ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ქორმაისტერი ნინო დვალიშვილი სკოლის აღსაზრდელებთან შემაჯამებელ გაკვეთილს ატარებს, სადაც მთელი წლის მანძილზე დამუშავებულ სიმღერებს აჟღერებს. დღესაც შესრულდა როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები, რამაც მაყურებელში მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ზღვა ემოცია დატოვა.