რა ეტაპზეა პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

0
619

ქ.  ბოლნისის №1   საჯარო სკოლას 2020 წლის ნოემბრის თვიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.   ორ სართულიან სკოლას, რომელსაც მეორე ფლიგელი მინაშენი აქვს, ავარიული იყო,  ამიტომ მოხდა მთლიანად შენობის გამაგრება. ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვის სამუშაოები და ნაწილობრივ ჩასმულია  ფანჯარები,  სკოლის შიგნით არასტანდარტულ პატარა საკლასო ოთახებში მოიხსნა ტიხრები და გაფართოვდა, დამონტაჟდება იატაკქვეშა გათბობის სისტემა, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა,  რომელიც  სველ წერტილებს ეხებოდა მთლიანად მოგვარდება, სპორტული დარბაზები იქნება როგორც შენობაში ასევე გარეთაც, შშმ პირებისთვის სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული , მთლიანად შემოიღობება შენობის გარე პერიმეტრი.  მიმდინარე სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ და ქ. ბოლნისის  №1საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ მოინახულეს.

სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუსაოების გამო მოსწავლეები ქალაქის ორ სკოლაში არიან გადანაწილებულები.  ისინი საკუთარ სკოლას 2021-22 სასწავლი წლის მეორე სემესტრში დაუბრუნდებიან. სკოლაში საკლასო ოთახები ევრო სტანდარტების შესაბამისად გაფართოვდა რამაც კლასების შემცირება გამოიწვია, ამიტომ შესაძლოა სწავლება ორ ცვლაში განახლდეს.  800 მოსწავლეზე გათვლილი ისტორიული შენობა, რეაბილიტაციის შემდეგ,  ევრო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

წინა სტატიავაქცინა გიცავს!
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი „სინოვაკით“ აიცრა