ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Polat Yol Yapı Sanayi ve Ticaret A.Ş. Gürcistan Şubesi“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა უახლოეს დღეებში სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩებიდან დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი აღნიშნულ ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება.კონტრაქტორი კომპანია ქალაქ ბოლნისში წყალარინების სისტემების მოწყობას 12 თვეში დაასრულებს. სამუშაოები როგორც ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემის ასევე ბოლნისი-მარნეულის დამაკავშირებელი კოლექტორის მოწყობასაც ითვალისწინებს.შეგახსენებთ, რომ მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამ სამუშაოებს ჯამში 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება.„ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. კომპანიის წარმომადგენლებთან პროექტის ყველა დეტალი განვიხილეთ და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები უკვე დღეიდან აქტიურად დაიწყო. საკანალიზაციო ქსელის მოწყობას კომპანია ერთ წელში გეგმავს და ამ პროექტის განხორციელება ჩვენ საშუალებას მოგვცემს ქალაქ ბოლნისში გზების პრობლემა მთლიანად აღმოვფხვრათ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
მსგავსი სტატიები