სამშაბათი, იანვარი 14, 2025
spot_img
Homeგანათლებაგოგი მეშველიანი საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

გოგი მეშველიანი საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე , ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისტორიულ – საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“, ბოლნისის მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. მოსწავლეებში პირველი ადგილი ქალაქ ბოლნისის N 1 საჯარო სკოლელმა დიმიტრი თეიმურეზიანმა დაიკავა. პარლამენტის წევრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა , ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე. გამარჯვებულს მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავარი მონაწილეობაა , რადგან ახალგაზრდებმა მიიღეს გამოცდილება და განსაკუთრებული ემოციები. „ვულოცავ დიმიტრის გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, რომ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებასა და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას აქტიურად განაგრძობს განვითარებას და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება მასში. ვულოცავ ყველა მონაწილეს, მთავარი მონაწილეობაა , რადგან თითოეულმა მიიღო გამოცდილება. მათ მიიღეს განსაკუთრებული ემოციები და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები