ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნური ღვინის მორიგი წარმატება იტალიურ ღვინის ფესტივალზე

ბოლნური ღვინის მორიგი წარმატება იტალიურ ღვინის ფესტივალზე

ტალიაში, ქალაქ მერანოში, ღვინისა და გასტრონომიული საერთაშორისო მასშტაბის, ყოველწლიურ Merano WineFestival 2025 ღონისძიებაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია ქართული ღვინის და კომპანია არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის 11 გამარჯვებული ღვინო და ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო ბოლნისური ღვინო იყო წარდგენილი.

საქარტველოს მერანოზე მონაწილეობის მე-10 საიუბილეო წელს, პირველად ქართულ ღვინოებს ცალკე საპრეზენტაციო დარბაზი დაეთმო და 3 დღის განმავლობაში, ქართული ღვინის საპრეზენტაციო – სადეგუსტაციო სივრცეში მისულ სტუმრებს, ბოლნისის სხვადასხვა სახეობის ღვინოს იტალიაში ქართული ღვინის ელჩი თამარ ჭიჭიბოშვილი და სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი აცნობდნენ. ამასთან, ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საზეიმო გალა ვახშამზე სტუმრებს ქართული კერძით და ღვინით გაუმასპინძლდნენ.

მერანოს ღვინის კონკურსში, ბოლნისის ღვინის ფესტივალის მიერ წარდგენილი 11 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინიდან – 4 – მა ოქრო (მუხიგული 1770 – ბოლნისი წითელი 2020, მადლიერი მამა – საფერავი 2022, მეღვინეობა ავანდური – ქინძმარაული, შატო სვანიძე – მუკუზანი 2015) ხოლო 2 – მა ვერცხლის (რაჭისუბანი – ბოლნისი წითელი 2024, მეღვინეობა ჯაფარიძე – საფერავი 2023) შეფასება დაიმსახურა. ფესტივალზე აღიარება მოიპოვეს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ წარდგენილმა ღვინოებმა – 3 ვერცხლი (ბოლნისის ძველი მარანი – ასურეთული შალა 2022, ვილა კელასური – რქაწითელი 2024, შალოს მარანი – საფერავი 2020).

ღვინის ფესტივალი მერანო ერთ – ერთი ცნობილი, პრესტიჟული ღონისძიებაა ევროპაში, რომელიც 1992 წლიდან ყოველწლიურად ტარდება იტალიის ქალაქ მერანოში. იგი წარმოადგენს ექსკლუზიური დეგუსტაციისა და კულინარიული გამოცდილების პლატფორმას. ღონისძიება მოიცავს ღვინის კონკურსებს, ჯილდოებს და აერთიანებს ღვინის მოყვარულებს, მწარმოებლებს, მყიდველებს, იმპორტიორებს, ექსპერტებსა და ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები