ბოლნისის მუზეუმი-ახალი სიტყვა თანამედროვე საუკუნეში, უნიკალური სივრცე ყველა ასაკისა და ინტერესის ვიზიტორზე მორგებული. აქ დაცული უძველესი ხელოვნების ნიმუშები, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური სივრცეები, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონს საუკეთესოდ წარმოჩენს. სწორედ ამ უდიდესი პოტენციალის მქონე გარემო წელს ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა და ჯილდოდ ,,სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში“ შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადაეცა, რომელიც თვალსაჩინოებისთვის შენობის ფოიეს დაამშვენებს.
კონკურსში მოპოვებული ჯილდო, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, ბოლნისს სიმბოლურად, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცა. დავით ლორთქიფანიძემ მცირე პრეზენტაცია მოაწყო და ისაუბრა მუზეუმის შესაძლებლობაზე, ღონისძიებას სტუმრებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებისთვის კი მოეწყო საგანმანათლებლო- შემეცნებითი ტური.
ბოლნისის მუზეუმი, რომელიც კომპანია ,,არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რეგიონის ბიო კულტურულ მრავალფეროვნების ისტორიას, ადრეული დამწერლობის ნიმუშებს, ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნაკეთობებს, უძველეს საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და საბრძოლო იარაღებს, უდიდეს არქეოლოგიურ მასალებსა და თანამედროვე სივრცეებს