№1 საჯარო სკოლამ შემოდგომის ფესტივალი აღნიშნა

უკვე რამდენიმე წელია, ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა წელიწადის ამ დროს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შემოდგომის ფესტივალს აღნიშნავს. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემოდგომის ფესტივალი სკოლის ულამაზეს ეზოში დაიწყო, სადაც, მთელი ტერიტორია პატარა სცენებად იყო ქცეული, თითოეული მათგანი საქართველოს კუთხეებს, მათ ტრადიციებსა და ცხოვრების სტილს ასახავდა. ღონისძიების ბოლო ლოკაცია სკოლის შიდა სივრცეში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და თემატური ნომრები  დიდი სიყვარულით შეასრულეს.

ღონისძიების განსაკუთრებულ აქტივობად, დიდ ეკრანზე ნაჩვენები, წლების განმავლობაში სკოლის კედლებში გადაღებული, კადრებით აკინძული სლაიდი იყო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ სკოლასთან ურთიერთობის ისტორიას ასახავდა.

შემოდგომის ფესტივალი 2025, რომელმაც მთელი სკოლა კიდევ ერთხელ გააერთიანა, ისტორიაში ჩაიწერება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული დღე.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული