🔈 მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და შეზღუდვების მოხსნის ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ – https://stopcov.ge/ka/Gegma
🔈 იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა პორტალ https://my.gov.ge -ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს. ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი.
🚫 იუსტიციის სახლებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალული იქნება, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები!