
სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მალე ახალი ლოკაცია გაჩნდება, მწვანე ზონაში ტურისტულ-სამეწარმეო ინფრასტრუქტურა ეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება სახელოსნო სივრცე, სავაჭრო დახლები, საპიკნიკე ზონა, კეთდება ღია და დახურული ფაცხები, წყაროები, დამონტაჟდება განათება, მოეწყობა სველი წერტილები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აქ ერთდროულად 100- მდე ვიზიტორის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც სოფელში ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.