კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვემო ბოლნისის შემდეგ, საკარანტინო რეჟიმი სოფელ სავანეთსშიც გამკაცრდა. დღეს სოფელში ბლოკპოსტები მოეწყო, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. სოფლის იზოლირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მოხდა. სავანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული, რომელთა ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული. ადგილობრივი ხელისუფლების აღნიშვნით მოსახლეობას სურსათისა და მეტიკამენტების პრობლემა არ შეექმნება, აქტიურად განხორციელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარებაც. სავანეთის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გადასაადგილებლად შემოვლითი გზით ისარგებლებს.