საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის პროექტის ,,სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში “ საპილოტე პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში უკვე დაიწყო. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 30 სკოლას შორის ქალაქ ბოლნისის №5, სოფელ რატევნისა და სოფელ დისველის საჯარო სკოლები მოხვდნენ. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში,რომლიც მიზნად ისახავს მენეჯმენტის საშუალო რგოლის განვითარებას, კათედრების ხელმძღვანელების გადამზადებას ლიდერობასა და მენეჯმენტში, კათედრების სისტემის გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სასწავლო რესურსების პირველი კრებული კათედრის ხელმძღვანელებისთვის, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, საქართველოში პროექტს, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.