„აქციე ჯანმრთელობა პრიორიტეტად“ – ამ დევიზით ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის საბას დარბაზში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი ქალბატონებისთვის გამართეს. მარნეულის ავერსის კლინიკის მეან-გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და ონკო მამოლოგმა შეკრებილ საზოგადოებას გვარცელებული დაავადებების რისკებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე მისცეს რჩევები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს ავადმყოფობის დროული გამოვლინება. შეხვედრა, რომელიც ბოლნისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მანანა კაპანაძე, მარნეულის ავერსის კლინიკის მენეჯერი:
-თითოეულმა ქალბატონმა პრიორიტეტად უნდა აქციოს საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან იყოს პროდუქტიული, ჯანმრთელი და ყველასათვის მისაღები, ჩვენი საინფორმაციო შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენი ექიმები მზად არიან დარბაზიდან დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხონ და ურჩიონ სხვადასხვა ავადმყოფობის პრევენციის მიზნით რა ღონისიებებს უნდა მიმართონ.
ფერიდე ტვილდიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, მარნეულის ავერსის კლინიკის ექიმებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ჯანმრთელობის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ენდოკრინოლოგმა, მამოლოგმა და გინეკოლოგმა, რომლებმაც ქალებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რა ჩივილების დროს უნდა მიმართონ ექიმს, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ასევე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფო სამედიცინო სერვისებზე. საბჭოს აქვს „გენდერულ ღონისძიებათა“ სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

