
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, ამ ეტაპზე ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღსანისნავია, რომ სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ობიექტებზე ყოველდღიურად აწარმოებს თერმოსკრინინგს. სოფელ ფარიზში საავტომობლო გზისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.
გზის მოწყობის სამუშაოებს, სოფელ ფარიზში შ.პ.ს . ,,გზამშენი 2014აწარმოებს“. 500 მეტრ სიგრძეზე დაიგება ასფალტო ბეტონის გზა, პარალელურად გზის ერთ მხარეს ხორციელდება არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია, 400 მეტრ სიგრძეზე ბეტონის არხი კეთდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანებას უზრუნელყოფს. მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარის ღირებულების, 120 პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივი ბიჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით შესრულდება.
[:]