ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა „საზღაპრეთმა“, 45 წლის საიუბილეო თარიღი, საბერძნეთში, საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით „ჰელადოსით“ აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სახლში, თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა იზო ნიავაძემ, მოწვეული სტუმრებისთვის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ათენური ვოიაჟი შეაჯამა და ღონისძიების ფარგლებში, მერიისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოზარდი მსახიობები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი“45 წელია იზო ნიავაძის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში არა ერთი ღირსეული თაობა აღიზარდა, რომლებმაც ბოლნისის კულტურა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ ღირსებით წარადგინეს.





