ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, საბიბლიოთეკო კვირეული იმართება, რომელიც სათავეს 2002 წლიდან იღებს. ტრადიციად ქცეულ ღონისძიებებს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, 11-დან 7 ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამოები, საჯარო ლექციები და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
21 მაისს, საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნით ნაწილს სოფელ რატევანის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მკვიდრის ლამზირა მიქელაძის შემოქმედებითი საღამო.
საბიბლიოთეკო კვირეული ყოველწლიურად იმართება, მისი მიზანია კითხვის კულტურის გაზრდა და საზოგადოებისთვის ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი როლის გაცნობა.