ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, უკვე მეოთხე წელია „ახალ წლის დღეები,” იმართება. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღობისძიებისთვის მზადება დილიდან დაიწყო. მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, დამონტაჟდა საახალწლო ინსტალაციები და ილუმინაციები. პატარების საახალწლო განწყობაზე ზღაპრის გმირები და სანტა ზრუნავდნენ.
„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც გამოიფინა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთები, ასევე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ნუგბარი და ღვინო.
საახალწლო ღონისძიება 17 საათზე ჯგუფ „მიქსტურას“ და „თეატრალურის კვარტეტის“ მონაწილეობით გაგრძელდა, რომელიც საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.