ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVროგორ შეიძლება ადამიანი გერქვას და ეს უენო არსებები არ გიყვარდეს

როგორ შეიძლება ადამიანი გერქვას და ეს უენო არსებები არ გიყვარდეს

ქუჩის ძაღლების მოვლა-პატრონობა ის საკითხია, რომელიც აწუხებთ ძაღლის მოყვარულებს და არა მარტო მათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, ისინი მაინც მრავლდებიან და მოსახლეობაში გარკვეულ პრობლემებს ქმნიან. ამ მხრივ, არც ბოლნისის მუნიციპალიტეტია გამონაკლისი და როგორც პერიფერიებში, ასევე ცენტრალურ ქუჩებზეც, არა ერთ დაბირკულ ძაღლს, ლეკვებთან ერთად შეხვდებით. გამომდინარე აქედან, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა, ჩვენი ერთგული მეგობრების გამოკვება, საკუთარ თავზე აიღო. ერთ-ერთი ასეთი, ქალბატონი ლილე თაყნიაშვილია, რომელსაც ძალიან უყვარს ოთხფეხა მეგობრები და ცდილობს, მისი სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი ცხოველები გამოკვებოს და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტური მკურნალობაც ჩაუტაროს. ის უკვე 10 წელია ძაღლებზე ზრუნავს, ამბობს, რომ ყოველწლიურად მათი რაოდენობა მზარდია. მიიჩნევს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა ცოცხალი არსებების მიმართ. ლილე ყოველ დღეს ძაღლებზე ზრუნვით იწყებს, თითოეულს სახელიც დაარქვა და შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს გაანებივროს და გამოკვებოს ისინი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები