,,მე ერთი კონკრეტული კლინიკის კოვიდ განყოფილების შესახებ მინდა გიამბოთ, სადაც ახლა პაციენტის სტატუსით ვიმყოფები….“- რას გვწერს კოვიდ ინფიცირებული ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან,,ჩვენს ეპოქაში თითქოს მიღებული აღარაა მადლობა გადაუხადო ადამიანს თავისი პროფესიული ვალდებულების შესრულებისთვის, არადა, ზუსტად ეს გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, რადგან ადამიანური ურთიერთობების ფასი ყველაზე უკეთ ალბათ პანდემიამ გაგვაგებინა.მე ერთი კონკრეტული კლინიკის კოვიდ განყოფილების შესახებ მინდა გიამბოთ, სადაც ახლა პაციენტის სტატუსით ვიმყოფები. წარმოუდგენელია ადამიანმა ამდენი შეძლოს სტანდარტული ძალისხმევის ფარგლებში, თუ სამსახური მისთვის მხოლოდ მოვალეობის მოხდაა – ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალი მობილიზებული, საქმის მცოდნე პროფესიონალი, კეთილგონიერი და დაუღალავია. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ თითოეული ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კოვიდ-19-ის დასამარცხებლად ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას. კლინიკაში ყოფნისას, როდესაც ვუყურებ მობილიზებულ, საქმის მცოდნე ექიმებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისთვის, ექთნებს, რომლებიც საუკეთესოდ მართავენ პროცესს, დამხმარე პერსონალს, რომლებიც იდეალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნით უმკლავდებიან ვერაგ ვირუსს – სულ მინდა ვთქვა აკვიატებული ფრაზა – ჩვენ გადავრჩებით!დიახ, ჩვენ გადავრჩებით და ამისთვის მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. მათ შორის განსაკუთრებით ექიმებს- ალეკო გეგეჭკორსა და ირაკლი მეთონიძეს, ექთნებს -მაია ლაზარაშვილს, ლელა გიორგაძეს, ნანა ჩონიაძესა და სოფო კეკუტიას, სანიტრებს – ლენა ბეჟანიშვილსა, გულო შაინიძესა და თამარ რობაქიძეს, მენეჯერებს – მაია მენთეშაშვილსა და გია სანიკიძეს.მე არ გიამბობთ პერსონებზე, მე ვწერ მაღალპროფესიულ გუნდზე, რომლის თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის თავისი სწორი ადგილი, როლი და მნიშვნებლობა პანდამიასთან ბრძოლის საქმეში.დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
დიდი მადლობა მადლიერი პაციენტისგან.”