
,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა-სკოლებისა და თემების დაკავშირება”პროექტის ფარგლებში , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დირექტორებმა 8 სკოლიდან და მასწავლებლებმა საქართველოს 4 მუნიციპალიტეტიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სკოლების როლის გაზრდას ადგილობრივ თემებში. პროექტის უმთავრესი ამოცანები იყო მასწავლებელთა კომპეტენციების გაუმჯობესება დემოკრატიული კულტურისთვის და სწავლების ინოვაციური ფორმების გაცნობით ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა მცირე სათემო პროექტი „ისწავლე და გამოსცადე აქტიური მრავალეთნიკური მოქალაქეობა“, საერთაშორისო ასოციაცია,,Civitas Georgica” სამ ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ( Edukator Poland, Demnet Hungary და Agora CE Czech Republic) ერთად განახორციელეს. პროექტმა სხვადსხვა საქმიანობის ფარგლებში ოცდაათზე მეტი მასწავლებელი და 300-მდე მოსწავლე მოიცვა, რომლის ფარგლებშიც სკოლამ განახორციელა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენლებთან, მასტერკლასები(ხელნაკეთი ნივთების შექმნა), დისკუსია, ვიქტორინები სხვადასხვა სკოლის ჩართულობით.
,,პროექტმა შეძლო ორი მთავარი ამოცანის მიღწევა, სკოლების მასწავლებელთა კომპეტენციების ამაღლება მოსწავლეთა სასკოლო და სკოლის გარე ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და მათი დემოკრატიული, თანასწორი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ასევე უნიკალური შესაძლებლობა მისცა სკოლის მოსწავლეებს გამოეცადათ სამოქალაქო მონაწილეობის ინოვაციური ფორმები, სასკოლო და სათემო პროექტების განხორციელებით, რაც მათი როგორც საზოგადოების აქტიურ წევრებად ფორმირებას სკოლის პერიოდშივე შეუწყობს ხელს.. სკოლა „დავითიანის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას საზოგადოებაში, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას , არსებული ბარიერების დამსხვრევას ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებსა და მშობლებს შორის. მადლობა საერთაშორისო ასოციაციას ,,Civitas Georgica”ს და ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებს ( Edukator Poland, Demnet Hungary და Agora CE Czech Republic) ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის,“ აცხადებს სკოლა ,,დავითიანის“ დირექტორი მარინა გორშკოვა.
