,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს, შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები სოფელ ბოლნისში და მამხუტში ჩატარდა. მოსახლებას ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ექიმი რევმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ნიკა კაჭარავა ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ვაქცინაციის მსურველებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით ექიმმა ნიკა კაჭარავამ გაუკეთა. მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ სადაც დეტალურადაა გაწერილი ინფორმაცია ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ.
სალომე ოდიშარია, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი:
ვაქცინაციის კამპანიას სექტემბრის თვიდან აქტიურად ვატარებთ, 70-მდე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია ვაქცინის და ვაქცინაციის შესახებ, ამიტომ თავს იკავებენ აცრისგან, ეს ყოველივე რომ აღმოიფხვრას და ადამიანებმა გაიგონ სწორი ინფორმაცია, ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.
,,ჩამოვედით იმისთვის, რომ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას ეპიდემიისა და ვაქცინაციის შესახებ, შეხვედრების ჩატარების შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა აცრის სურვილი, მძიმე ვითარებაა და ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.“-აღნიშნა ექიმმა რევმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა ნიკა კაჭარავამ.