ფონდი მონაგარი შვიდი წლის გახდა. იუბილე ფონდის წევრებმა იმ ადამიანების გარემოცვაში აღნიშნეს, ვისთან ერთადაც, წლების მანძილზე, არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთეს, ღონისძიება, სიმბოლურად, ხანდაზმულთა დღის ცენტრში მოეწყო, სადაც ფონდმა შვიდწლიანი საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა., „სიკეთის კეთება მარტივია, ყველაფერი ფულით არ იზომება, გაუღიმე, თბილად მოიკითხე, გაეცი სითბო და სიყვარული“ – ზუსტად ამ შემართებით და იდეით შეიქმნა ფონდი, დღეს უკვე მათ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, და მის ფარგლებს გარეთაც, კარგად იცნობენ. „ შვიდი წლის იუბილეს აღნიშვნა კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრში გადავწყვიტეთ, დაპატიჟებული გვყავდა ყველა ის ადამიანი, ვისთანაც წლების მანძილე გვაკავშირებს სხვადასხვა სახის აქციები. შევაჯამეთ ჩვენი საქმიანობა, მივიღეთ უამრავი მილოცვა, ხანდაზმულთა დღის ცენტრში მოეწყო ძალიან სასიამოვნო საღამო , ღონისძიების ბოლოს გაიჭრა ტორტი. ჩვენ, კეთილ ადამიანებთან ერთად, წინ დიდი გეგმები გვაქვს, კიდევ უამრავი ადამიანის გახარებას შევძლებთ“. განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა.
„თქვენთვის და თქვენთან ერთად“ ამ დევიზით ფონდმა დაარსებიდან დღემდე სამოცდაათამდე საქველმოქმედო აქციით 600-ზე მეტი ოჯახის გახარება შეძლო, რომლებსაც სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს. გარდა აღნიშნული სახის აქციებისა, ფონდი აქტიურად მუშაობს დაბა კაზრეთში და სოფელ ბალიჭში საზოგადოებისთვის საჭირო საკითხების მოგვარებაზე. დიდი გეგმებითა და კეთილი ადამიანებს გვერდში დგომით, შემართებით აგრძელებს ფონდი „მონაგარი“ მოღვაწეობას.





