
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი მოქალაქეების გადაყვანა გრძელდება. მერიისა და ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით ამ დრომდე 124-მა მოქალაქემ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით დატოვა წითელი ზონა.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, სამედიცინო შემოწმება 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. კორონა ვირუსის ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებლი, 10 ახალი შემთხვევიდან ექვსი მედიკოსია. ინფიცირებულ მოქალაქეებზე უკვე მიმდინარეობს სპეციალისტების დაკვირვება. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ.
დავით შერაზადიშვილის აღნიშვნით გრძელდება სასურსათო პაკეტების დარიგება სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებზე, მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით კონტროლდება სურსათის მარაგიც, მუნიციპალიტეტში მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობიოს გამო გაუვარესდა.
[:]