სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაგიორგი სვანიძე: „საკრებულო იქნება მაგალითი ეფექტური თვითმმართველობისა“

გიორგი სვანიძე: „საკრებულო იქნება მაგალითი ეფექტური თვითმმართველობისა“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე პირველ ოფიციალურ განცხადებაში მადლობას უხდის ამომრჩეველს ნდობისთვის და ხაზს უსვამს გუნდური მუშაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის მნიშვნელობას. გიორგი სვანიძე: „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ჩემს გუნდთან ერთად დავიცვა თითოეული ბოლნისელის ინტერესი. მსურს მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის და ჩემს კოლეგებს, საკრებულოს თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ეს ნდობა უდიდესი ვალდებულებაა , რომ თითოეული გადაწყვეტილება მივიღოთ მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტი განვითარდეს ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით. გვინდა, ბოლნისი იყოს თანამედროვე, თანასწორი შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება განვითარების, მხარდაჭერისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ერთიანობა, გუნდური მუშაობა და გამჭვირვალე გადაწყვეტილებები. საკრებულო და მერია ერთიანად ვიმუშავებთ ბოლნისის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ მჭიდრო თანამშრომლობით მივაღწევთ რეალურ შედეგებს და ადგილობრივი მმართველობა იქნება მაქსიმალურად ღია, ეფექტური და მოქალაქეებთან მუდმივ ურთიერთობაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანია ბოლნისის განვითარება, მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და ერთიანი წარმატება,“ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები