სიტყვის ბგერებად გაფანტული მარადიულობა, ასე ერქვა სალონურ საღამოს, რომელიც პოეტ პაატა (ბართოლომეო) მახარაძის შემოქმედებას მიეძღვნა. ღონისძიების ინიციატორი სკოლა “დავითიანის” დამფუძნებელი მარინა გორშკოვა იყო, რომლის მიზანიც პოეტის შემოქმედების, დავითიანის მოსწავლეთა თვალითა და გრძნობით წარმოჩენაა.
საღამო გაიმართა ზრდასრულთა განათლების ცენტრში, სადაც სპეციალურად მომზადებულ დეკორაციებთან მოსწავლეებმა პოეტის ლექსები თეატრალური იმპროვიზაციით გააცოცხლეს.
ღონისძიებას განსაკუთრებულ სითბოს სძენდა პოეტი და მუსიკოსი ბელა მახარაძე, რომელიც საღამოს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიების დასასრულს, მან ემოცია ვერ დამალა და საკუთარი ძმის ლექსზე შექმნილი სიმღერა ექსპრომტად შეასრულა.
პოეტის ოჯახის სურვილია, პაატა მახარაძის შემოქმედებამ მარადიულად იცოცხლოს, გადაეცეს მომავალ თაობებს, შეიყვარონ და დააფასონ ის.





