
ეროვნული ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონმა, სტარტი პირველ მარტს აიღო. ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდება და გუნდები 36 ტურს ითამაშებენ.
ბოლნისის ,,სიონმა“, 7 ტურიდან ყველა თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში 21 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. 17 აპრილს კი ჩემპიონატის ერთ -ერთ ლიდერთან „გაგრასთან“ გამართავს მე-8 ტურის შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ „გაგრა“ ცხრილში 14 ქულით მეორე ადგილზეა.
ბოლნისის კლუბის ხელმძღვანელად 11 თებერვალს ლევან სილაგაძე დაინიშნა, მისთვის ბოლნისური კლუბი უცხო არაა, წლების წინ ის, „სიონის“ ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. იგი ,,სიონში“ ახალი გეგმებითა და მიზნებით დაბრუნდა. სულ რამდენიმე თამაში დარჩა და „სიონი“ პირველ ტურს სრული მოგებით დახურავს. ლევან სილაგაძის მთავარი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, რისთვისაც თავდაუზოგავად შრომობენ ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელობა.
[:]