საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2025 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში, მეორე წელია აქტიურად ხორციელდება სამთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
საჯარო სტაჟირების პროგრამაში აქტიურად ჩაერთო ბოლნისის მუნიციპალიტეტი. მიმდინარე წელს გამოცხადებულ 8 ვაკანსიაზე გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა მხოლოდ ორმა კანდიდატმა შემდეგ სპეციალობებზე: მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებში, ისინი უკვე შეუდგნენ სტაჟირების პროცესს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა საჯარო სამსახურში და პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობა. მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. მუნიციპალიტეტისთვის კი შესაძლებლობა, მოიზიდოს მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები, ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს, ახალგაზრდების ჩართულობით, პროფესიული განვითარების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას.





