პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025
spot_img
HomeTVახლად არჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგა

ახლად არჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ქურდიანმა გახსნა, აღსანიშნავია, რომ საკრებულო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდა.

ბოლნისის ახლად არჩეულ საკრებულოზე დეპუტატებმა ფარული კენჭის ყრით საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი სვანიძე აირჩიეს,  ხოლო მოადგილეებად, ხმათა უმრავლესობით გიორგი მირიანაშვილის, ნონა რეხვიაშვილის და იმრან გასიმოვის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ასევე, დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სრული კანონის დაცვით 30 ოქტომბრიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  და ფრაქცია „ხალხის ძალა“ უხელმძღვანელებს.

ახლად არჩეულ საკრებულოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები