სამშაბათი, მარტი 10, 2026
spot_img
HomeTV -ადამიანის შინაგანი ბრძოლა სცენაზე- სპექტაკლის ,,მტრის კოსმეტიკის'' პრემიერა

 -ადამიანის შინაგანი ბრძოლა სცენაზე- სპექტაკლის ,,მტრის კოსმეტიკის” პრემიერა

ბოლნისის თეატრი 3 მარტს,  მაყურებლის წინაშე პრემიერით „მტრის კოსმეტიკა“ წარსდგა. ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე რთულ პროცესებს ასახავს, ბელგიელი მწერლის ამელი ნოტომის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლი, იდუმალ გარემოში, ერთ სივრცეში ვითარდება და 2 უცნობის შემთხვევით შეხვედრას გვიჩვენებს,  რომელიც ერთი შეხედვით, უბრალო დიალოგით იწყება, თუმცა ნელ- ნელა ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც შიში, დამალული დანაშაულის გრძნობა, ფიქრი და სინდისი, ერთმანეთს ებრძვის.

„მტრის კოსმეტიკა“ რეჟისორ ლაშა ნოზაძის იდეითა და ინტერპრეტაციით დაიდგა, რომელიც ერთგვარი მესიჯია დააფიქროს მაყურებელი იმ უხილავ დაპირისპირებაზე, რომელიც ადამიანის ცნობიერში და ქვეცნობიერში მიმდინარეობს, მისივე თქმით, ეს არის სპექტაკლი, რომელიც სვამს კითხვებს და პასუხს, თავად მაყურებელს ანდობს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები