Home Blog გვერდი 96

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა

0

ცვლილებების თანახმად, შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ისეთი აგროდრონები, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია

ხოლო საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას

აგროდრონების შეძენისა და მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა.

გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით შესაძლებელი ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე იზრდება

0

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი და 2023 წლის პირველი ივნისიდან ეს თანხა გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა პრემიერმა.

შობის მარხვა დაიწყო

0

დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, – ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება

0

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება მოხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კუთხით. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება.

„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სეზონური ვირუსები

0

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ქვეყანაში რამდენიმე saxis ვირუსი ცირკულირებს. განსაკუთრებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაიზარდა კლინიკებში მიმართვიანობა მაღალი ცხელებითა და სუნთქვის გაძნელებით.

როგორია ახალი სეზონური ვირუსი? რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ დავიცვათ თავი მისგან. ამ ყველაფერზე ბოლნისის პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი „ტრიომედის“ ოჯახის ექიმი მანანა მიქელაძე გვესაუბრება.

დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება

0

1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.

შესაბამისი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება.

მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველმა მოკრივეებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

0

ქართველმა მოკრივეებმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა.

მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა

ქართველმა მოკრივეებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

0

ქართველმა მოკრივეებმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა.

მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა

ქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

0

ქართველმა მოჭადრაკეებმა იტალიის ქალაქ ასისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

65 წელს ზემოთ ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილია.

ზურაბ სტურუამ სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ტურნირში მოიპოვა.

ვერცხლის მედალი კი 50 წელს გადაცილებულ ქალთა შორის სოფიკო ტერელაძემ დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მერვედ გახდა, ზურაბ სტურუამ კი მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერში მოსახლეობას შეხვდა და ახალგაზრდულ სათემო ცენტრს ეწვია

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. მაჟორიტარი ასევე ეწვია ახალგაზრდულ სათემო ცენტრს, სადაც  ახალგაზრდების ხედვებს გაეცნო.

 სოფელ ტალავერში მოსახლეობას შევხვდი, ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მოვისმინე ადგილობრივების მოსაზრებები მათი თვალით დანახული გამოწვევების შესახებ და ვიმსჯელეთ მოგვარების გზებზე. ასევე, ვეწვიე ტალავერის ახალგაზრდულ სათემო ცენტრს, სადაც ახალგაზრდებს გავესაუბრე მიმდინარე პროცესებსა და ახალგაზრდულ პროგრამებზე. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ახალგაზრდები მონდომებულები, მოტივირებული არიან აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებში.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა