პროექტში ,,ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის’’ მონაწილე ახალგაზრდების ინციატივით დღეს ბოლნისის სპორტ სკოლაში სტარტი აიღო ფრენბურთის მინი ტურნირმა , სახელწოდებით „ვთამაშობთ ერთად – ვიბრძვით თანასწორობისთვის“
ინიციატივის მიზანია
გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გოგონებისა და ბიჭების თანაბარი
ჩართულობის უზრუნველყოფა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.ტურნირშიმონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო.შეჯიბრის დასრულების შემდეგ პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადაეცემათ,გამოვლინდება ორი საუკეთესო მოთამაშე.
ვთამაშობთ ერთად – ვიბრძვით თანასწორობისთვის -ტურნირი ფრენბურთში
ვთამაშობთ ერთად – ვიბრძვით თანასწორობისთვის
-ტურნირი
პროექტში ,,ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის’’ მონაწილე ახალგაზრდების ინციატივით დღეს ბოლნისის სპორტსკოლაში სტარტი აიღო ფრენბურთის მინი ტურნირმა , სახელწოდებით „ვთამაშობთ ერთად – ვიბრძვით თანასწორობისთვის“
ინიციატივის მიზანია
გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გოგონებისა და ბიჭების თანაბარი
ჩართულობის უზრუნველყოფა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.ტურნირშიმონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო.შეჯიბრის დასრულების შემდეგ პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადაეცემათ,გამოვლინდებიან ორი საუკეთესო მოთამაშე.
ვთამაშობთ ერთად – ვიბრძვით თანასწორობისთვის
-ტურნირი
პროექტში ,,ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის’’ მონაწილე ახალგაზრდების ინციატივით დღეს ბოლნისის სპორტსკოლაში სტარტი აიღო ფრენბურთის მინი ტურნირმა , სახელწოდებით „ვთამაშობთ ერთად – ვიბრძვით თანასწორობისთვის“
ინიციატივის მიზანია
გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გოგონებისა და ბიჭების თანაბარი
ჩართულობის უზრუნველყოფა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.ტურნირშიმონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო.შეჯიბრის დასრულების შემდეგ პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადაეცემათ,გამოვლინდებიან ორი საუკეთესო მოთამაშე.
სამი დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში.
შშმ პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინ წამოწია შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. ყოველივე ეს კი აისახა 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგშიც და ამავდროულად, საერთაშორისო განვითარების სხვა ჩარჩოებზეც გამახვილდა ყურადღება. როგორიცაა, მაგალითად, სენდაის კატასტროფების რისკის შემცირებისთვის შემუშავებული დოკუმენტი, შშმ პირთა ჩართულობის ქარტია, ახალი ურბანული დღის წესრიგი და ადის აბაბის სამოქმედო გეგმა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძებები იმართება. მათი მიზანია, განხორციელებული პროექტების განხილვა და შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ- შემოქმედებითი მიმართულებების პოპულარიზაცია. ასევე, სტიგმასთან ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციას საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა. 2013 წლის 26 დეკემბერს კი პარლამენტმა 91 ხმით, მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, რატიფიკაცია.
კონვენციის რატიფიკაციის მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება შშმ პირთა უფლებების განხორციელება, საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია და სხვა მოქალაქეების მსგავსად, საჯარო სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და არსებული გარემოს გათვალისწინებაც, რომელიც არასწორი წარმოდგენებითა და სტიგმებით გაჯერებული, ხშირად, დისკრიმინაციის თავისებურ ფორმას წარმოშობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა
ბოლნისის ახალ მუზეუმში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო. ფორუმის მიზანი იყო შეექმნა დიალოგის სივრცე ახალგაზრდებს, ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესში გათვალისწინებას.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
ფორუმზე, ქვემო ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პრეზენტაცია გამართეს.
ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში- Sheba Tel Hashomer Hospital“, “Ichilov Medical Center“ და “Hadassah Medical Center იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს, გაეცნენ ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა თუ გამოცდილებას.
მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში, ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს.
თელ-ავივში, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და პროცესში, უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.
გოგი მეშველიანს პროექტ „ეტალონისგან“ 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტული და სპეციალური დიპლომი გადაეცა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს გოგი მეშველიანს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისგან „ეტალონი“ 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტული და სპეციალური დიპლომი გადაეცა, მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის. „ჩემთვის დიდი პატივია, 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტულის მინიჭება ისეთი მნიშვნელობის ეროვნული სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებისგან როგორიც „ეტალონია“. ყოველთვის მზად ვარ შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომა გამოვხატო ისეთი პროექტების მიმართ, რაც მიმართულია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისა და წარმოჩენისკენ. მადლობა პროექტ „ეტალონის“ ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მნიშვნელოვანი საქმნის წამოწყებისა და განვითარებისთვის. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა
ფუმფულა სათამაშოები ზღაპრული სამყაროდან
მიზნის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია მოინდომო და იშრომო, მიზანი დაისახა და ბავშვობის საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. დღეს მის სათამაშოებს იცნობენ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ზღაპრული სამყაროდან რეალობაში გადმოსული თოჯინები, მხიარული და სახასიათო სახეებით, ანიმაციური ფილმების გმირები დადებითი განწყობით – ეს თვითნასწავლი მეთოჯინის ზაირა შეყლაშვილის შემოქმედებაა. ის სოფელ რატევანში დაიბადა და გაიზარდა, სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა ოჯახი, რის გამოც ვერ დაეუფლა სასურველ პროფესიას, მაგრამ ხელსაქმე, რომლითაც ბავშვობაში თავს ირთობდა, პროფესიად აქცია.
-დავიბადე 1972 წლის 21 მაისს. ვცხოვრობ სოფელ რატევანში. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და მივიღე საშუალო განათლება. 19 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი.
ბავშვობა მახსენდება ძალიან ტკბილად. მენატრება სკოლის პერიოდი და ჩემი მეგობრები, ვისთანაც დიდ დროს ვატარებდი. 13 წლის ასაკში დავინტერესდი სხვადასხვა ხელსაქმით. პირველად დავიწყე ქარგვა, შემდეგ გამიტაცა ქსოვამ და კერვამ, რაც საკმაოდ კარგად გამომდიოდა.
სამწუხაროდ, უმაღლესი განათლება ვერ მივიღე. ამჟამად სოფელ რატევანის საბავშვო ბაღში ძიძად ვმუშაობ.
-როდის დაიწყეთ თოჯინების ქსოვა?
-თოჯინების ქსოვა დავიწყე პანდემიის დროს. დაიხურა საბავშვო ბაღები და შესაბამისად თავისუფალი დრო გამომიჩნდა. საქსოვი ძაფები არ მქონდა. ვნახე ძველი სვიტერები, რომლებიც დავარღვიე და მოვქსოვე თოჯინა.
-პირველი თოჯინა როდის შექმენით?
-პირველი თოჯინა რამდენიმე წლის შევქმენი, ჩემს შვილიშვილს მოვუქსოვე დათუნია და ძალიან მოგვეწონა მეც და მასაც.
ქსოვა საკმაოდ რთულია. მასიურად ქსოვა კი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. უარყოფით გავლენას ახდენს მხედველობაზე. ძირითადად ვქსოვ ყაისნაღით, იშვიათად ვიყენებ საქსოვ ჩხირებს. თითოეული შექმნილი ნივთი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საბოლოო შედეგის მიღების შემდეგ, სიამაყეს ვგრძნობ. ადამიანებისგანაც ბევრი დადებითი ემოცია მოდის. მიხარია, ნამუშევარი რომ მოსწონთ. ამ დროს ჩემში მოტივაცია იზრდება და სურვილი მაქვს, უკეთესი თოჯინები გავაკეთო.
-საიდან ისწავლეთ და რატომ დაინტერესდით თოჯინებით?
-ეს ხელსაქმე ვისწავლე ჩემი მეზობლისგან. ძალიან ლამაზად ქსოვდა და მეც გამიჩნდა სურვილი, მაგრამ მისთვის არასოდეს მითხოვია ესწავლებინა. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი თითოეულ მოძრაობას, სახლში რომ ვბრუნდებოდი, ავიღებდი საქსოვ ჩხირებს და ვცდილობდი გამემეორებინა, ასე შევისწავლე.
-როგორ მზადდება თოჯინა?
-პირველ რიგში ვქსოვ თოჯინის თავს და ხელებს, შემდეგ ფეხები და ტანი იქსოვება. შიგთავსში სილიკონს ვათავსებ და საბოლოო პროდუქტის მისაღებად, ტანსაცმლის მოქსოვაა დარჩენილი. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ შევკერავ ტანსაცმელსაც. უფრო დაიხვეწება ამით თოჯინა და მეტად მრავალფეროვანი გახდება. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მჭირდება საკერავი მანქანა, რომლის შეძენასაც სამომავლოდ ვგეგმავ.
-შთაგონებით ქსოვთ, თუ რომელიმე პერსონაჟის მიხედვით?
-ვქსოვ შთაგონებით, წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამომივა. ვქსოვ მომხმარებლის სურვილის მიხედვითაც. ვითვალისწინებ ბევრ დეტალს, რომელსაც ითხოვენ. რამოდენიმე ნამუშევარი ანიმაციური ფილმებიდანაც გამიკეთებია. ვქსოვ არამარტო თოჯინებს, არამედ ბავშვის წინდებს, სვიტერს, ბალიშებს და კიდევ უამრავ რამეს. ძალიან მიყვარს კერვაც. ხშირად ვკერავდი, სანამ საკერავი მანქანა დამიზიანდებოდა.

-რამდენი თოჯინა გაქვთ მოქსოვილი?
-ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ დიდი თოჯინა 50 მაინც. საახალწლოდ მოვქსოვე პატარა ნაძვისხის თოჯინები. მქონდა საახალწლო ბალიშების შეკვეთები. ამჟამად ვქსოვ თავისუფალი დროის ხარჯზე. ისე საკმაოდ დაკავებული ვარ. სამსახურიდან დაბრუნების მერე ვხდები დიასახლისი, ოჯახი დიდ ყურადღებას მოითხოვს. სოფლის მეურნეობითაც ვარ დაკავებული.
-დღეს ეს თქვენი შემოსავლის წყაროა, ხომ არ გიჭირთ რეალიზება?
-ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, ყველა თოჯინა ეკოლოგიურად სუფთაა და დღესდღეობით ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, შესაბამისად, მსურველიც ბევრია. ჩემი ნამუშევრები მომხმარებელმა წაიღო გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში და დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე შეკვეთა მაქვს მიღებული საბერძნეთიდან.
-ძირითადად რა რესურსი სჭირდება, ძვირია მასალა?
-საჭიროა კარგი ყაისნაღი, სინთიპონი, ასევე ვიყენებ ბისერებსაც. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქსოვ ძაფებს. აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხის, თოჯინის გარეცხვის შემთხვევაში ძაფი არ უნდა დაზიანდეს და ისევ ახალივით გამოიყურებოდეს. ვიყენებ მულინის ძაფებს. ძაფების ფასი განისაზღვრება ხარისხის მიხედვით. საკმაოდ ძვირი მიჯდება მასალა, ამის მიუხედავად, ვფიქრობ თოჯინების ფასი ხელმისაწვდომია.

-რა დროს ანდომებთ ერთი თოჯინის შექმნას?
-გააჩნია რა ზომის თოჯინას ვამზადებ. სტანდარტული თოჯინის შექმნას სჭირდება ერთი კვირა. თუ მომხმარებელს სურს დიდი ზომის თოჯინა, შესაბამისად მეტი დრო უნდა. დამზადების დრო განისაზღვრება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ზოგი ითხოვს ქუდი მოვუქსოვო, ზოგს კიდე სურს ჩანთა, ან კაბა.
-თქვენი საყვარელი თოჯინა?
-გამორჩეული თოჯინა არ მყავს. ყველა ძალიან მიყვარს და ყველას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თითოეულის შექმნას იმდენად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ, შეუძლებელია რომელიმე გამოვყო.
ფუმფულა თოჯინები მყიდველამდე დიდ გზას გადის და ბევრ შრომას მოითხოვს, იმისათვის რომ მეთოჯინის შემოქმედება მეტად გაიზარდოს და მრავალფეროვანი გახდეს, საკერავი მანქანა ესაჭიროება, რითიც საქმესაც გაიმარტივებს და დროსაც დაზოგავს. მოგეხსენებათ, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, თანამედროვე ბაზარზე, საკმაოდ მოთხოვნადია.
მაგდა დევნოზაშვილი.
ქეთევან სარაჯიშვილმა ევროვიზიის და ლეგოს კომპანიებზე მუშაობის უფლება მოიპოვა
საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა, ევროვიზიის და ლეგოს კომპანიებზე მუშაობის უფლება მოიპოვa. PR არენას ორგანიზებით გამართულ კონკურსში ევროპის 11 ქვეყნის სტუდენტებს შორის გამარჯვებული ბოლნისელი ქეთევან სარაჯიშვილიც გახდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ სტუდენტებს მასტერკლასებს ევროპის წამყვანი PR ტექნოლოგები უტარებენ.
“ეს იყო საერთაშორისო პიარ კონკურსი, რომელიც ჩატარდა EUPRERA-სა Global women in PR ორგანიზებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) ევროპის 11 ქვეყნიდან. მათ შორის 5 ქართველი ჩემი უნივერსიტეტიდან. კონკურსის მიზანი იყო შეგვექმნა გლობალური პიარ კამპანია, რომელიც იმუშავებდა ყველა ქვეყნისთვის (განურჩევლად მათი განსხვავებულობისა) და გაგვეზარდა ახალგაზრდა თაობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ცნობიერება. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა – წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები და კამპანიის დაგეგმვა. ჯგუფები დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტებისგან. პირადად მე ბრიტანელ გოგონასთან ერთად ვიმუშავე. წარდგენის დღეს შეგვაფასა 11 წევრიანმა ჟიურიმ, მათ შორის თავად ევროვიზიის ორგანიზატორებma და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელებma. მე მოვახერხე და ჩემს მეწყვილესთან ერთად მაქსიმალური ქულით გავხდი კონკურსის გამარჯვებული. შედეგად კი მაისში მივემგზავრები ლივერპულში, ევროვიზიის ფინალზე”. – აღნიშნა ქეთევან სარაჯიშვილმა.
კონკურსის მიზანია სტუდენტების სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიული განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გლობალურ ბრენდებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. ეს კონკურსები სტუდენტებს ასევე დაეხმარება, რომ რეალურ გლობალურ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება მიიღონ.








