Home Blog გვერდი 93

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია

0

16 დღიანი კამპანიის, ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში,  3 წლიანი პროექტის მიხედვით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ინიციატივების წარმოჩენის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული განყოფილების თანამშრომლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ქალთა ოთახის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია, კვლევებზე დაფუძნებული, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში“ ჩაატარა.

პროექტის მხარდამჭერია დანიური ორგანიზაცია KVINFO და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თეონა ჩიქოვანი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორი:

-ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, პროექტის პირველ წელს, ჩატარდა ორი კვლევა. პირველი ეხებოდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და ინიციატივების წარმოჩენას. ხოლო მეორე, მუნიციპალურ დონეზე მავნე წეს-ჩვეულებებზე სტერეოტიპების ინდენტიფიცირებას. დღეს  გვაქვს ამ პროექტის შედეგების პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის და დაინტერესებული მხარისთვის. ჩვენი მიზანია, აღნიშნულ საკითხზე და კონკრეტულ მიგნებებზე, გვქონდეს დისკუსია და ვიმსჯელოთ, რა არის გამოწვევა და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოს, რათა რეაგირება მოახდინოს კვლევის მიგნებებზე, წამოწიოს  და დღის წესრიგში დააყენოს ყველა ის საკითხი,  რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტუალურია.

ლელა ხომერიკი, გენდრული საკითხების ექსპერტი, ქალთა, საინფორმაციო ცენტრი:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტი იყო ერთ-ერთი სამიზნე, სადაც კვლევები ჩავატარეთ, როგორც დანარჩენ  მუნიციპალიტეტებში, აქაც მსგავსი სიტუაციაა.

 გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგალითად, ქალის მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით, მილევადი პრაქტიკაა, ასევე მილევადია  ადრეულ ასაკში ქორწინება. თან სასიამოვნოა, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, მედიის მუშაობას თავისი გავლენა აქვს. ეს კლებადი რიცხვი, სწორედ იმის დასტურია, რომ გოგოებმა, ქალთა უფლებების შესახებ მეტი იციან,  მეტად შეუძლიათ უფლებების დაცვა და მათი პრიორიტეტების გამოკვეთა. შედეგები კარგია, თუმცა სამუშაო ბევრია.

სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რომელსაც უკვე ათი წელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს

0

ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლნისელი სტუდენტების პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს  კომფორტი შეუქმნას მომავალ თაობას, დაეხმაროს ფინანსურად, შექმნას სამუშაო ადგილები მათთვის და ა.შ.

ბელა უგრეხელიძე ერთ-ერთი ბოლნისელი სტუდენტია, მან წარმატებით დაასრულა ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხური. ამჟამად დოქტორანტურაზე სწავლობს, მიკრობიოლოგიის მიმართულებით, არის პროფესორის ასისტენტი. გარდა სადოქტორო ნაშრომისა, იგი მუშაობს სტატიაზე, რომელიც უშუალოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის აგროსფეროს, უფრო მეტად კი, მეღვინეებს დაეხმარება.

ბელა ერთ-ერთია იმ სტუდენტების  რიგებიდან, რომლებსაც ბოლნისის მერია, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.

როგორც ბელამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მნიშვნელოვნად დაეხმარა ეს პროგრამა სტუდენტობის თითოეულ საფეხურზე, რადგან გარდა ფულადი დახმარებისა, ეს მისთვის მოტივაციაც იყო.

 ,, ნებისმიერი წახალისება  დიდ მოტივაციას გაძლევს ადამიანს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია წარჩინებული სტუდენტების დაფინანსებაზე, გინდა მეტი და მეტი გააკეთო შენი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის“.

ბელას თქმით, გრძნობს, რომ მისი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული, განათლებული მომავალი თაობა, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტიც, სწორედ სტუდენტთა დახმარების პროგრამაა.

გიორგი მუშკუდიანი  მეორე კურსზეა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს.  გიორგიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ხედავს, თუ როგორ აფასებს მისი ქალაქი სტუდენტებს.

,,ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტს ბევრი რამ სჭირდება, ის ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, ამიტომ მუდმივი შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ აქვს. სტუდენტთა დახმარების პროგრამა გარკვეულწლად დიდი შეღავათია სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის“  – აღნიშნა  გიორგი მუშკუდიანმა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთან,  ლელა კვირიკაშვილთან, საუბრისას გაირკვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია უკვე 10 წელია, რაც სტუდენტთა დახმარების პროგრამას ახორციელებს. ეს მეტად მნიშვნელოვანი ქვეპროგრამაა  სოციალური პროგრამის, რადგანაც პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების, ანუ სტუდენტების ხელშეწყობა, მერიისათვის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების წახალისებას და ფულადი ფორმით დახმარებას. ყოველწლიურად დაახლოებით 160-მდე სტუდენტი სარგებლობს აღნიშნული პროგრამით.  დახმარება სტუდენტთა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება :

ა. ობოლი და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან  სტუდენტები – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ. სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა და ქულა მიენიჭათ გასული ან მიმდინარე წლის პერიოდში)  – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

დ. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ე. სტუდენტები ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – თითოეულს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ. შშმ სტუდენტები – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ზ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

          ზემოთ აღნიშნული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები ფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით, 180-მდე სტუდენტი სარგებლობს აღნიშნული პროგრამით.

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტთა წახალისება, რადგანაც მათ მეტი მოტივაცია გააჩნდეთ იყვნენ წარმატებულები. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა წახალისების პროგრამა,  სტუდენტის აკადემიური მოსწრება უნდა იყოს საშუალოდ 91 და ზევით, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას. პროგრამის დაწყების დროს გვყავდა 2 ბენეფიციარი და დღეს მათი რიცხვი 47-ამდე არის გაზრდილი. აქედან 33 გოგოა, 14 ბიჭი. 28 ქართველი, 14 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 5 ეთნიკურად სომეხი ეროვნების“. -აღნიშნა  ლელა კვირიკაშვილმა.

პროგრამა მოიცავს, როგორც ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურებს, ასევე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტთა დახმარებას განიხილავს, როგორც გრძელვადიან პროგრამას, რადგან მათი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ბოლნისელი ახალგაზრდები და მათი განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნაა, ვინაიდან, სწორედ, მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.

მარიამ ონიანი

სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა გოგი მეშველიანს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლეს

0

კერძო სკოლა „დავითიანში“ შეხვედრების ციკლი ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან გრძელდება. „ჩვენი იმპულსი ქალაქს სჭირდება“ – აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, დღეს მოსწავლეებმა, არაფორმალურ გარემოში, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთღიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს უმასპინძლა. თავისუფალ გარემოში გულწრფელი საუბრებით, გოგი მეშველიანმა, მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ბავშვებმა მაჟორიტარი სხვა კუთხით, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე გაიცნეს.

გოგი მეშველიანმა სკოლის მოსწავლეებს  საჩუქრებად წიგნები გადასცა და მათთან ერთად სახალისო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა, ბავშვებთან ერთად, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაშიც ჩაერთო.

 შეხვედრის დასასრულს, სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტისგან, საპატიო სიგელი და საჩუქარი თავადაც მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია – ჩვენი გადაწყვეტილებით, წინა შემთხვევებში ყველა მათგანი ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული

0

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს – ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოსთვის დიდი დანაკლისია და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წინა შემთხვევების დროს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

„გულწრფელად მინდა ამის თაობაზე ვთქვა, დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა წინა შემთხვევების დროს დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად მთავრობა ფარავს და ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ყველა ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული,“ – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ომში დაღუპული სამხედროების საკითხით გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ.

„ასევე მინდა ვთქვა, ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს და ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც, ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ახლაც სამწუხაროდ – ჩვენი თანამოქალაქეები ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში მიჰყავთ. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს,“ – განაცხადა პრემიერმა.

ბოლნისში ღვინის პოლონელი ექსპერტები იმყოფებოდნენ

0

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში „ღვინის ბილიკი, მოგზაურობა უკეთესი გემოსკენ“ საქართველოში პოლონეთის წარმომადგენლები, ექსპერტები მეღვინეობის დარგში, 10 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. კახეთის რეგიონის შემდეგ, პოლონელი სომელიები ბოლნისსაც სტუმრობდნენ, შეხვდნენ ადგილობრივ მევენახე-მეღვინეებს  და საინფორმაციო შეხვედრა ტრენინგი-გამართეს, სადაც მხარეებმა ერთმანეთს ღვინის დაყენების ტექნოლოგიები გაუზიარეს და სტუმრებისგან მოისმინეს  რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქართული ღვინის რეალიზება  ევროპულ ბაზარზე.

შეხვედრის ბოლოს, მასპინძლებმა პოლონელ ექსპერტებთან ერთად, ძველი გერმანული მარნები დაათვალიერეს და ბოლნისური ღვინოც დააგემოვნეს.

სისუფთავე  მისი ცხოვრების წესია – მეეზოვე გულნარა სარსევანიძე

0

გადაცემა „ჩემი საქმის“ სტუმარი გულნარა სარსევანიძეა ადამიანი,რომელიც  მრავალი წელეია ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს, მისი სამუშაო დილა  მაშინ იწყება, როცა ყველას სძინავს, ირგვლივ სიწყნარე და სიბნელეა. უკვე 27 წელია მისი საუკეთესო დამხმარე ცოცხი და აქანდაზია. სისუფთავეს, დალაგებასა და წესრიგს ბავშვობიდან მიეჩვია, ჯერ კიდევ სრულიად პატარა, დედას ეხმარებოდა და ზრუნავდა ქალაქის იერსახეზე, მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, ღამით ქუჩების დასუფთავება ჩვევად ექცა. წლების განმავლობაში ეს საქმე უბრალოდ კი არ შეუყვარდა, ცხოვრების წესად ექცა. მიაჩნია, რომ მეეზოვის პროფესია ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმეა. მაშინაც კი, როდესაც არ მუშაობს, ქუჩაში უადგილოდ დაყრილ ნაგავს გვერდს ვერ უვლის, ამბობს, რომ საზოგადოებისგან  სიყვარულს  და დადებით დამოკიდებულებას გრძნობს.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

0

ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ფინალურ ორთაბრძოლაში ირმამ იტალიელი ბიაჯინი დიდი უპირატესობით (15:3) დაამარცხა.

ფიტარეთობა

0

ფიტარეთობა ყოველი წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღინიშნება. ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ქცის ხეობაშია.

ეკლესიის აშენება ლაშაგიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. ტაძარი მდიდარია ჩუქურთმებით.

აქ ოც წლიან სიცარიელეს მამათა მონასტრის დაარსება მოჰყვა. მონასტერი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ძალისხმევით ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ფიტარეთობის ტრადიციის აღნიშვნა განახლდა. მომლოცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ამ მხარის გამოცოცხლების წინაპირობაა, სადაც ორბელიანები ცხოვრობდნენ.

გოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი ვცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკურ საჭიროებებს

0

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი ვცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკურ საჭიროებებს – ნათქვამია საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარის გოგი მეშველიანის განცხადებაში. პარლამენტის წევრის თქმით , ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესება.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი ვცეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და ვუზღუნველვყოთ , რომ მათ შევუქმნათ შესაბამისი გარემო, რათა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ამის მისაღწევად სახელმწიფო აგრძელებს ერთიან და კოორდინირებულ მუშაობას.“- ნათქვამია გოგი მეშველიანის განცხადებაში