Home Blog გვერდი 92

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში

0

 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის რეაგირების მექანიზმებზე და აღნიშნულ საკითხთან სახალხო დამცველის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.  კამპანიის ფარგლებში მარიამ გვიდიანმა საჯაროდ განიხილა ძალადობის სხვადასხვა დეფინიცია, მსხვერპლის რისკები, დამცავი მექანიზმები და პრევენციული ღონისძიებები. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა,შეხვედრის მიზანს საქართველოს მწვანე განვითარების სტრატეგიის (Green Growth Strategy) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის შექმნით, ქვეყანა შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიების, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შავ-თეთრი ფერებით გადმოცემული ემოცია

0

ჩვენ გარშემო უამრავი  ნიჭიერი ადამიანია,სხვადასხვა შესაძლებლობებით.ასეთ ადამიანებს საკუთარ საქმიანობაში თავის ხელწერა აქვთ, მახასიათებლები,რომელთა მეშვეობითაც მარტივი მისახვედრია, ვინ არის კონკრეტული პროდუქტის ავტორი.ხელოვანებს ასეთი ხელწერა კიდევ უფრო განსაკუთრებულებს ხდისჩვენ გიამბობთ თვითნასწავლ მხატვარზე მათე ასლანიშვილზე

ის შავთეთრი ფერებით  ქმნის პორტრეტებს სადაც  საკუთარ ემოციებს გადმოსცემს.

,,მე ვარ მათე ასლანიშვილი, დავიბადე 2006 წელს 27 იანვარს . ვსწავლობ დაბა კაზრეთის  N2 საჯარო სკოლაში,ხატვა და ვარჯიში ჩემი ჰობია, ვარ თვითნასწავლი.  ორი-სამი წლის ასაკიდან ვხატავ,თავიდან დავიწყე მანქანების , ცხოველების ხატვით, მოგვიანებით წლების მატებასთან ერთად მივხვდი რომ კარგად გამომდიოდა პორტრეტები. დროთა განმავლობაში დავხვეწე და დღეს ეს შედეგი მაქვს თუმცა სამუშაო ბევრია.ვხატავ შავ-თეთრში ,ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე . ვხატავ მხოლოდ მაშინ როცა მუზა მომივა,თან აუცილებლად უნდა მქონდეს ჩართული მუსიკა. მაქვს დაახლოებით ოცდაათზე მეტი ნახატი თუ არ ჩავთვლით ბავშვობის დროინდელს. საყვარელი ნახატია: ჰენრი კევილი’ანუ სუპერმენი. მომავალში ვაპირებ ამ კუთხით სწავლის გაგრძელებას მინდა დავიხვეწო და მეტი ვისწავლო ამ სფეროს შესახებ’’.

გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-ქილისაში მოსახლეობას შეხვდა

0

 საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-ქილისაში მოსახლეობას შევხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს გარდაცვლილი ჰაიკაზუნ პაპერციანის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიება უნდა დაჩქარდეს. „მოვისმინე ოჯახის, ახობლებისა და თანასოფლელების წუხილი ზემოაღნიშნულ საკითხზე. მესმის თითოეული მათგანის გულისტკივილი, ვიზიარებ მათ მწუხარებას და მაქსიმალურად შევეცდები უფლებამოსილების ფარგლებში აღმოვუჩინო შესაბამისი დახმარება.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა შეგახსენებთ რომ ჰაიკაზუნ პაპერციანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-კილისაში მიმდინარე წლის სამ თებერვალს გაუჩინარდა. მას შემდეგ ადგილობრივმა განყოფილებამ გამოძიება დაიწყო, დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ეძებდნენ და ის რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს.

გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-ქილისაში მოსახლეობას შეხვდა

0

 საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-ქილისაში მოსახლეობას შევხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს გარდაცვლილი ჰაიკაზუნ პაპერციანის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიება უნდა დაჩქარდეს. „მოვისმინე ოჯახის, ახობლებისა და თანასოფლელების წუხილი ზემოაღნიშნულ საკითხზე. მესმის თითოეული მათგანის გულისტკივილი, ვიზიარებ მათ მწუხარებას და მაქსიმალურად შევეცდები უფლებამოსილების ფარგლებში აღმოვუჩინო შესაბამისი დახმარება.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა შეგახსენებთ რომ ჰაიკაზუნ პაპერციანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-კილისაში მიმდინარე წლის სამ თებერვალს გაუჩინარდა. მას შემდეგ ადგილობრივმა განყოფილებამ გამოძიება დაიწყო, დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ეძებდნენ და ის რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბახმუტთან გარდაცვლილ ქართველების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

0

ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.” ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში

სპორტის მინისტრი ტაეკვანდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

0

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელსა და სპორტსმენებს შეხვდა.

ეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ მღებრიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი როინ ვარშანიძე და კადეტთა ნაკრების წევრები.

თეა წულუკიანმა ქართველ სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და პარიზის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ პარიზში გამართული საერთაშორისო ტურნირი ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედლით დაამთავრა. ქართველმა სპორტსმენმა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლიცენზია მოიპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპოლიციო დანაყოფების ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინაციით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამინისტროს მიდგომებზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უწყებაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციებზე, წლების მანძილზე სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნული შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩაატარეს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ზემოაღნიშნული კატეგორიის დანაშაულების პრევენცია.

ქარის საწინააღმდეგოდ მიმართული ხეები – ავტორის შემოქმედების ინსპირაცია

0

თითოეულ ადამიანს აქვს სამყაროს საკუთარი ხედვა, რომელსაც უმეტესად ხელოვნებაში გამოხატავს და ისე მძაფრად აღწევს ადამიანის სულში, რომ დიდხანს რჩება მეხსიერებაში. ყველა სახის ხელოვნება ავტორის შინაგან სამყაროს, გარემომცველ რეალობას ასახავს, გვაფიქრებს და გვიტოვებს უამრავ კითხვას. ჩვენი რესპონდენტიც იმ ხელოვან ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც შინაგან სამყაროს „არაბუნებრივად გაზრდილი ხეების ძალაში გამოხატავენ,  სტიქიას თავისი ძალით და სიცოცხლის ხალისით ეწინააღმდეგებიან“.

ხელოვნებაში ჩაქსოვილი გრძნობებით, ბუნებაზე და სიცოცხლეზე შეყვარებულმა ახალგაზრდა ქალმა, თავისი მინიატურული ხეებით, მუნიციპალიტეტში სახელი მალევე გაითქვა. მისი  ხელნაკეთი ნივთები არაერთ საგამოფენო სივრცეს ამშვენებს და დამთვალიერებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.

გაზეთი „ბოლნისი“ 39 წლის მაია ხუჯაძეზე გიამბობთ, რომელმაც ულამაზესი, საინტერესო და ფერთა  სიმრავლით გამდიდრებული – ხეების შექმნა 5 წლის წინ დაიწყო. მასალად ბისერს, მავთულს, წებოვან ლენტს,  თაბაშირს იყენებს,  მათგან სიცოცხლის და ძლიერების სიმბოლოს ქმნის.

„დაახლოებით 5 წლის უკან, გასაყიდად გამოტანილი მინიატურული ხე ვნახე, რომელმაც ისე შთამაგონა, სახლში მისულმა ყველა ის მაისური და სვიტერი მოვძებნე, რომელსაც ბისერები ჰქონდა. დავიწყე დაშლა და სამუშაო მასალის შეგროვება,  ასე ავაწყვე პირველი ხე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ზუსტად ასეთმა დამოკიდებულებამ მომცა სტიმული, არ გავჩერებულიყავი და ჩემი შინაგანი სამყარო, ხასიათი და განწყობა, თითოეულ მათგანში გადმომეცა“.

მაია ხუჯაძის ხელნაკეთი ხეები ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, ფერები და ფორმა კარგად გადმოსცემს ავტორის ემოციას, გრძნობებს და შინაგან სამყაროს, მოსწონს ქარის საწინააღმდეგოდ მიმართული ხეები, რომლებიც  თავისი ზებუნებრივი ძალებით ებრძვიან სტიქიას და სამყაროში კვლავ სიცოცხლის და ძლიერების სიმბოლოდ რჩებიან. „ხე ჩემთვის სიძლიერესთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. მომწონს ბუნების ძალა რომ ბობოქრობს, და არ ტყდება, სწორედ ხე არის ჩემი ხელოვნების ინსპირაცია, რომლის კეთებაც  ერთგვარი თერაპიაა, თუმცა ამ ბოლო დროს, მათ შესაქმნელად აღარ მრჩება დრო.

მინიატურული ხის შესაქმნელად მაიას 2-3 დღე სჭირდება, წინასწარ არ საზღვრავს რა ფერში, რა ფორმით უნდა ააწყოს. იწყებს მავთულის დამუშავებას თაბაშირითა და წებოვანი ლენტით, მერე კი მიმართულებას, ფორმასა და ფერს ექსპრომტად აძლევს და ერთიანობაში, სიცოცხლით სავსე, თვალისმომჭრელ სანახაობას ქმნის.

„არც ფორმას ვირჩევ წინასწარ, არც ფერს. მუშაობის დაწყების პროცესში თვითონ ვითარდება მოვლენები, თითქოს თავად ხე მკარნახობს, რა ფერით უნდა შევამკო და რა მიმართულება  მივცე.“

მაია ხუჯაძე სოფელ რატევანში, კულტურის სახლში მუშაობს და სოფლის სახელით არაერთ გამოფენა-გაყიდვაში იღებს მონაწილეობას. ჰყავს ბევრი მოსწავლე, რომლებსაც დიდი სიხარულით და სიყვარულით უზიარებს გამოცდილებას,  ასწავლის მისთვის უსაყვარლეს საქმიანობას, რომელიც სამყაროში სიცოცხლისა და სიძლიერის სიმბოლოდაა წოდებული.

მარინა გავაშელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა

0

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.

პრემიერმა მის უწმინდესობას წარუდგინა და გააცნო იორდანიაში წმინდა მიწაზე დაგეგმილი ქართული სავანის მშენებლობის პროექტი.