Home Blog გვერდი 86

პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა

0

სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში უკვე 2023 წლის 2 იანვრიდან შევიდა.

შედეგად, თუ აქამდე პროდუქტის აწონისას პოლიეთილენის პარკის გამოყენება უფასოდ იყო შესაძლებელი, მიმდინარე თვიდან მსგავსი პარკების გამოყენება დარღვევას წარმოადგენს და მასზე შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან ცვლილება შეეხება ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებსაც. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო.

აბრეშუმისა და ატლასის   ლენტებით  გაცოცხლებული სამყარო

0

აბრეშუმისა და ატლასის ლენტებით შექმნილი და გაცოცხლებული ფლორა-ფაუნა, პეიზაჟები და პორტრეტები, დახვეწილ, ორიგინალურ  ნამუშევრებში ჭრელი ფერებით შთაბერილი სიცოცხლე  – ასეთია თვითნასწავლი ხელოვანის ნამუშევრები, სადაც პროფესიით  პედაგოგის  სულიერი სამყაროა გადმოცემული.

ია გვენეტაძე ხელსაქმით რამდენიმე წელია აქტიურად დაკავდა, თავის შექცევის მიზნით  დაწყებულმა გატაცებამ ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო. ნამუშევარს ახალი შედევრები და მეტი დაინტერესება მოჰყვა,  ასე შეიქმნა მისი სულის ნაწილები.

ნამუშევრები ხელოვანს  ჰგავს, ზოგი ფერადი და მხიარული, ხან სევდიანი და მშვიდი ტონალობით. დღეს ძირითადად ფერადი ლენტებით მუშაობს, თუმცა ხატვაც და კერვაც კარგად გამოსდის.  ბავშვობაში ბებიისგან ნასწავლმა ხელსაქმემ უკვალოდ არ ჩაიარა და დღეს დაბა კაზრეთში  და სოციალურ ქსელშიც, კარგად იცნობენ მის ნამუშევრებს.

იმერეთის  სოფელ ქვედა სიმონეთში დაბადებულმა ია გვენეტაძემ ბავშვობა დაბა კაზრეთში, დედულეთში პაპა-ბებიასთან გაატარა, სადაც თავგადასავლებით სავსე ბავშვობა ქონდა.

,,ექვს წლამდე დედულეთში ვიზრდებოდი, სადაც ლაღი და თავგადასავლებით სავსე ბავშვობა გავატარე. ბებია ძალიან კარგად ქსოვდა და კერავდა, ცნობისმოყვარე ვიყავი, ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი, სწორედ მისი დამსახურებაა,  რომ ხელსაქმე მეხერხება, სკოლის ასაკში სოფელში დავბრუნდი, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ტექნიკური საგნები მიყვარდა, თუმცა აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტით, მუსიკითა და ხატვით. გონებაში ჩარჩენილი თვლების ამოყვანა და ქსოვა დიდობაში ვცადე, გამომივიდა. მახსოვს მამას მეგობარი სამკერვალოს უფროსი იყო და ის მიგზავნიდა მორჩენილ ფერად ნაჭრებს, რითაც თოჯინასა და ჩემს პატარა დას კაბებს ვუკერავდი, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ბავშვობაში  ასევე ძალიან მიყვარდა ,,მასწავლებლობანას“ თამაში, რამაც დიდი გავლენა იქონია პროფესიის არჩევაზე“.

სკოლის დამთავრების შემდეგ იამ, იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში, მათემატიკა-ინფორმატიკის განხრით, ჩააბარა, პარალელურად სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში  შრომა-ფიზიკის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. როგორც თავად ამბობს, სტუდენტობა გაჭირვებულ და მძიმე 90-იანებში მოუწია. ,,მესამე კურსის სტუდენტმა  ისევ დედულეთს მოვაშურე და  კაზრეთის მეორე საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობა მათემატიკა-ინფორმატიკის პედაგოგად, მუშაობა ცოტა ხანს მომიწია, რადგან ეს არ იყო ის, რაც მინდოდა, მე სხვა რაღაცას ვეძებდი, დავიწყე ქარგვა, სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ხელოვნების პედაგოგი ქალბატონი ცისანა ჭალიძე, მას ვეკითხებოდი რჩევებს. ვცადე მარილით და შუშით ხატვა, თუმცა ნამუშევრები დღემდე არ დამისრულებია, იმ პერიოდში ძალიან ჭირდა ცხოვრება, ამიტომ შემოსავლისა და თავის რჩენისათვის სამსახური იყო აუცილებელი,  2008 წელს კაზრეთის პირველი სკოლის შვილობილ სკოლაში სოფელ ქვეშში დავიწყე მუშაობა. აქ საოცარი კოლექტივი დამხვდა, შემდეგ იყო სასულიერო სკოლა, ეხლა კი ისევ სოფელ ქვეშს დავუბრუნდი სპეც მასწავლებლის სტატუსით, ჩავაბარე გამოცდები და ამ მიმართულებით ვცდილობ მუდმივად გავიზარდო“.

წლების წინ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა  და დროებით მოუწია აქტიური ცხოვრებისთვის თავის დანებება, სწორედ ამ დროს დაუბრუნდა მისთვის საყვარელ საქმეს, დაუმეგობრდა სოციალურ ქსელს, საიდანაც გააუმჯობესა და ისწავლა ბევრი ახალი ხელსაქმე, პოლიეთილენის ბოთლებისგან  ამზადებდა აქსესუარებს, ზოგს საჩუქრად, ზოგსაც ყიდდა და მცირე შემოსავლის წყაროც ჰქონდა.

,,ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება  ხელოვნებით ჩემი ტკბობა, სწორედ აქაა სულიერი თავისუფლება, ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობდი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, ვქმნიდი საახალწლო აქსესუარებს, დეკორატიულ სანთლებს, გოფრე ქაღალდებისგან ვამზადებდი თაიგულებს, კალათებს. პანდემიამდე ვყიდდი კიდეც, ვაბარებდი მაღაზიაში. ხელნაკეთი ნივთების დამზადება გარკვეულ დროს და ნერვებს მოითხოვს, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ყველა დეტალს დაკვირვება სჭირდება, თუმცა გაყიდვა იმ ფასში, რაც გიღირს, რთულია. პანდემიამ  გააჩერა ყველაფერი, ახლა მხოლოდ სასაჩუქრედ ვამზადებ. ჩემს ნამუშევრებს, ადრე მხოლოდ მეგობრები, თანამშრომლები იცნობდნენ, ახლა სოციალურ ქსელში  პირად გვერდზე ვათავსებ. ძირითადად ფერადი ლენტებით ვმუშაობ, რაც ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე, ამ მიმართულებით მომუშავე ხელოვანები დამეხმარნენ, მე ჩემებური შტრიხები შევიტანე და ასე ნელ-ნელა დავხვეწე. პირველად იასამნები გავაკეთე, რასაც ძალიან ბევრი ნაქარგი მოჰყვა, ამჟამად შეკვეთაზე ვმუშაობ,  სასიამოვნო პროცესია, დაპრინტულ ტილოზე ფერთა შეხამებით ათავსებ ლენტებს, აქ მთელ სულსა და გულს ვდებ“.

თვითნასწავლი  ხელოვანის სურვილია, მისი საოცარი მარჯვე ხელებით ათასგვარად აყვავებული ნაქარგები, რომელშიც სულს და გულს დებს, ბევრმა ადამიანმა გაიცნოს, მანამდე კი ცდილობს მისი სულის ნაწილები სხვა დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიაროს,  გაახაროს მათი გულები და გაულამაზოს სახლები. „ამ ეტაპზე პანდემიამ შემიშალა ხელი, გამეცნო  ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის, ბევრი გავაჩუქე და ძალიან მიხარია, როცა მას სხვებთან ვნახულობ, სიამაყით ვივსები, თუმცა მაქვს ისეთი ნაქარგებიც, რომელიც მხოლოდ ჩემია და იმას ვერასოდეს შეველევი“.

მაგდა დევნოზაშვილი

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა

0

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.

 მას 90 წელი შეუსრულდა.

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავი აღინიშნა.

საკრებულოს წინა საახალწლო საქველმოქმედო აქცია

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წინა საახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ათ ოჯახს პროდუქტებითა და ტკბილეულით დაკომპლექტებული პაკეტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მოადგილესთან გიორგი მირიანაშვილთან, საკრებულოს წევრებთან ერთად დაურიგა და ოჯახებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2022 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა

0

ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2023 წელი შემობრძანდება. ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. 2023 წელი ყოველი თქვენგანის ოჯახისთვის ბედნიერების, წარმატების, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს!

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 არაერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული წელი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2022-ში 10 299 398 ლარის ღირებულების 93 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707 569 ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 3 136 ბენეფიციარს გავუწიეთ.

მსურს, 2022 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

2022 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4,72 კილომეტრი გზა მოეწყო. ბეტონის გზა წელს სოფლებში: ხატისოფელი, ვანათი, არქევანი გაკეთდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს და 2023 წლის იანვარში დასრულდება დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსების შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოებო. 4 ობიექტზე, ჯამში 17 417 მეტრ კვადრატულ მოცულობაზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 571 900 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე ქალაქ ბოლნისში მიმდინარეობს ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც გარკვეული დროით შეჩერებული იყო. საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პირველ ეტაპზე სამუშაოები სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩებიდან დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი აღნიშნულ ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება. სიონის ქუჩაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ბაზალტით ქუჩის მოკირწყვლა, რომელიც 2023 წლის იანვარში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო ქსელის მოწყობას კონტრაქტორი კომპანია ერთ წელში გეგმავს და ამ პროექტის განხორციელება ჩვენ საშუალებას მოგვცემს ქალაქ ბოლნისში გზების პრობლემა  მთლიანად აღმოვფხვრათ. სამუშაოები როგორც ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემის ასევე ბოლნისი-მარნეულის დამაკავშირებელი კოლექტორის მოწყობასაც ითვალისწინებს.

მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამ სამუშაოებს ჯამში 47 003 251 აშშ დოლარი მოხმარდება.

წელს, თეთრიწყარო – ბოლნისის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ტოფანი-დაღეთის გზის ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს: დისველი, დაღეთი და სამშვილდე. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და მისი საერთო ღირებულება 4 092 366,71 ლარს შეადგენს. მოხარული ვარ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტის შედეგად ორი მუნიციპალიტეტი კომფორტული, მოწესრიგებული გზით დაუკავშირდა ერთმანეთს.

 სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2022 წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ჯამურად 85 000 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების განხორციელება დაიწყო.

ამ ეტაპზე,  ქ. ბოლნისში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია:

• ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება;

• ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ბალიჭის, ძველი ქვეშისა და ძეძვნარიანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა.

• ქ. ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილის, წყალსადენი ქსელის, სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.

სარწყავი სისტემების მოწყობა

წელს  ნახიდურის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი განხორციელდა. სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარს შეადგენს და მისი მეორე ეტაპი 2023 წელს დაიწყება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში, 2022 წელს 976 360  ლარის ღირებულების 53 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების ძირითადი მიმართულება წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, საკანალიზაციო სისტემებისა და სპორტული სივრცეებისა მოწყობას მოიცავდა.

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამებით უდავოდ გამოირჩევა, ამას როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დარგის სპეციალისტებიც აღნიშნავენ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის მათთვის საჭირო სერვისები შეიმუშაოს. სოციალური პროგრამების დახვეწა კი ყოველწლიურად ხდება, ეს კი, ვფიქრობ, მის ეფექტურობასაც განაპირობებს. 2022 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707 569 ლარი დაიხარჯა, დახმარება კი 3 136 ბენეფიციარს გაეწია.

ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით  152-მა ქრონიკული დაავადებებით დაავადებულმა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 157 321 ლარი გამოიყო.  323 შშმ პირის დახმარებებს 481 210 ლარი მოხმარდა, სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიური კვების უზრუნველყოფისთვის კი 28 862  ლარი დაიხარჯა.

2022 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით მერიამ 606 ბენეფიციარი უზრუნველყო, რისთვისაც 121 200 ლარი დაიხარჯა. ბინის ქირის გადასახადი 2022 წელს 25  ბენეფიციარს გადავუხადეთ, რამაც ჯამში  37 000  ლარი შეადგინა. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები  38 ოჯახისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას კი 35 693  ლარი მოხმარდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით, 2022 წელს,  1 770-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 129 034  ლარი დაიხარჯა. ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარებას 14 500 ლარი მოხმარდა. ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით კი 1 315  ბენეფიციარმა ისარგებლა, ამ პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს,  260 000 ლარი დავხარჯეთ. 2022 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას  621 029 ლარი მოხმარდა.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დაზიანებული სახურავების შეცვლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ  და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2022-ში ამ პროგრამით, 15-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2022 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 255 904  ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ  2016-2022 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ 314 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 300 410  ლარი დაიხარჯა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა

კორონა ვირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ შენობას წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში,  შეიცვალა სახურავი, რეაბილიტირდა გარე ფასადი,  შიდა სივრცე და საკანალიზაციო სისტემა, მოეწყო ცენტრალური გათბობის ქსელი. ახლა უკვე ცენტრი, სტანდარტებთან შესაბამის, თანამედროვე შენობაში  აგრძელებს ფუნქციონირებას.

უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარება

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით დაგვამწუხრა. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ერის მიმართ.  საქართველოს მთავრობის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დახმარებით,  ბოლნისელი მოქალაქეების სახელით, უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ.

უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძენად მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოყო, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში კი სპეციალური შტაბი შეიქმნა. გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ბოლნისში მყოფი უკრაინელი ოჯახები ბინის ქირითაც უზრუნველვყავით. მჯერა, რომ უკრაინა შეძლებს ამ ომში გამარჯვებას და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტი”

2022 წელს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველად დაიწყო პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტი“, რაც მოქალაქეების მიერ ინიციირებული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 ლარი იქნება გათვალისწინებული. პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ მოეწოდებინათ თავიანთი პროექტები, 300 000 ლარის ბიუჯეტის ფარგლებში. შემოსული პროექტები სპეციალურმა კომისიამ განიხილა და კენჭისყრის ეტაპზე ჯამში 24 იდეა გადავიდა.

ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა 5 გამარჯვებული. სამი პროექტი სოფლად განხორციელდება, 2 კი ქალაქში. ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ წარმატებას, თითოეული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის სასურველ პროექტს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ. თანამონაწილეობითი კულტურის ამაღლების პროცესში კი პროექტს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მასშტაბით, 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა განხორციელდება.

ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ხუთ წლის განმავლობაში განხორციელდება და ჯამში  21 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. USAID-ს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობას ვუხდი. ვფიქრობ,  აღნიშნული პროგრამა დეცენტრალიზაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად ეფექტურს და მოქნილს გახდის.

განათლების ხელშეწყობა

ქვეყნისთვის,  მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია ჩვენს მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მივცეთ. სრულყოფილი განათლების მისაღებად კი საჭიროა ჩვენმა შვილებმა კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის სკოლებში ისწავლონ.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან დღემდე 4 სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მათ შორის 2022 წელს  ქალაქ ბოლნისის ისტორიული N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გავხსენით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სახურავი, დაზიანებული კარ-ფანჯარა ჩანაცვლდა უმაღლესი ხარისხის ალუმინის მასალით, მოპირკეთდა საპირფარეშოები, გაფართოვდა და გარემონტდა საკლასო ოთახები. მოსწავლეები უკვე სარგებლობენ დიდი, ნათელი ბიბლიოთეკითა  და  სასადილო სივრცით. კეთილმოეწყო სპორტდარბაზი, ეზოში კი  გაკეთდა მინი სტადიონი. სრული რეაბილიტაციის  მიუხედავად, სკოლას შეუნარჩუნდა ტრადიციული იერსახე.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის  შემდეგ  სკოლაში ინკლუზიური გარემო  შეიქმნა, შშმ მოსწავლეებისთვის გაკეთდა ლიფტი და პანდუსი. სკოლის  რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარჩინებულ სტუდენტებისთვის ყოველთვიურად გასცემს ფულად წახალისებას. 2022 წლის პირველ ნახევარში ფულადი წახალისება 95-მა სტუდენტმა მიიღო, მეორე ნახევარში კი 51 წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა. 2022 წელს, წარჩინებული სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისებისთვის ჯამში 64 900 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი კატეგორიის 148 სტუდენტის ყოველთვიურ დაფინანსებებს წელს 71 320 ლარი მოხმარდა.

ტურიზმის ხელშეწყობა

ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა, ამიტომ ჩვენ წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული.

წელს სოფელ ხატისოფელში, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ლოკაციამდე, წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი გზა გავაკეთეთ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ეკლესიამდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 600  გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ  640 000 ლარი შეადგინა.

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისქალაქობა 2022“ გრანდიოზულად აღინიშნა. ჩვენი ქალაქის დღესასწაული, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა წელს მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა.

 „ბოლნისქალაქობა 2022“-ის პროგრამის  ფარგლებში, საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით,  ნატო მეტონიძემ, ანსამბლმა „შვიდკაცა“ და ლევან დეისაძემ. გალა-კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერა ნიკოლოზ ქაჯაიამ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაულს ახლადდანიშნული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერიც დაესწრო.

წელს ბოლნისის  მუზეუმს ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში  (EMYA 2022) სპეციალური დიპლომი გადაეცა. მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციაა და ჩვენს მუზეუმს მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. ბოლნისის ახალმა მუზეუმმა უკვე მოიპოვა დიდი პოპულარობა როგორც საქართველოში ისე მის საზღვრებს გარეთ რასაც მიღებული ჯილდოც ადასტურებს.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სტიმულირებას. ამ მიმართულების განვითარების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ საერთაშორისო გრანტებიც აქტიურად მოვიპოვოთ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გრანტი მეორედ მიიღო. 250 ათასი ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიგიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის აგროცენტრში განთავსდება ლაბორატორია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ სხვადასხვა ანალიზი თაფლის, რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, ყურძნის ხარისხისა და შემადგენლობის შესამოწმებლად. ლაბორატორია მეღვინეებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ ღვინო ალკოჰოლის შემცველობაზე, შაქრიანობაზე, ტიტრირებაზე და აქროლად მჟავიანობაზე, უშაქრო ექსტრაქტებზე, მთლიანი და თავისუფალი გოგირდის შემცველობაზე, PH და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან აგრომეწარმეები და მეღვინეები ზემოთაღნიშნულ ანალიზებს აქამდე აკეთებდნენ თბილისში, რადგან ადგილობრივად არ არსებობდა ლაბორატორია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდიც, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შესახებ. აგრეთვე ინფორმაცია მუნიციპალიტეტისა და მისი ტურისტული ადგილების, ბაზრობებისა და გამოფენების შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ინდუსტრიის ექსპერტების სტატიები, სადისკუსიო ბლოგები, ონლაინ ტრენინგები და ა.შ.

ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, უკვე მეორედ მოეწყო ღონისძიება „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ . ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია შედგა, ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო  სტანდარტით   შეფასებული 15 ბოლნისური მარნის 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი.

წელს მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით,  კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის ახალ მუზეუმში ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმიც გავმართეთ.

გერმანულ მხარესთან ურთიერთობა

ქალაქი ბოლნისი შვაბმა კოლონისტებმა დააარსეს, ამიტომ ქართულ-გერმანულ მეგობრულ ურთიერთობებში ბოლნისს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის, კულტურისა და მედიის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. გერმანიის პარლამენტის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პარლამენტარებმა ქალაქ ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი ერთგული მეგობარი და მხარდამჭერია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში და ეს ვიზიტიც ვფიქრობ, ამ მხარდაჭერის ნათელი დასტურიცაა.

2022 წელს ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რეაბილიტირებულ ძველ გერმანულ შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან ერთად გავხსენით.

შენობა ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტირდა, სადაც სივრცე დაეთმო ბოლნისის ,,კულტურის ცენტრს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს“  და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლობას, რომელიც უქმე დღეებში ბავშვებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას მართავს.  აღსანიშნავია, რომ ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 356 000 ლარი დახარჯა.

კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა.  ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ გამარჯვება ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩამ მოიპოვა. სპეციალური ჯილდო მუნიციპალიტეტმა წელს, მაისის თვეში, თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მიიღო.

მწვანე გარემოს შექმნა

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია მწვანე გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით ჩვენ გამწვანების აქციებს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ. 2022 წელს ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში, ე.წ. ,,მომავლის ბაღში“ 11 ჯიშის 1050 ძირი ხე დაირგო. ბოლნისის კულტურისა და დასვენების ისტორიულ პარკში, გამწვანების აქციის ფარგლებში კი  77 ძირი ნერგი დავრგეთ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს ყოველ წელს უერთდება, კვირეულის ფარგლებში, 2022-ში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში კიდევ ერთი გამწვანების აქციაც მოვაწყვეთ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების სამუშაოების მიზანი ქალაქში არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა.

კულტურის ხელშეწყობა

წელს ბოლნისის თეატრს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. თეატრის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის კულტურის სახლში საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის წინ ბოლნისის თეატრის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

2022 წელს ბოლნისის თეატრმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მაყურებელს ორი პრემიერა „ხმაური სცენის მიღმა“ და „ცეკვა ვაჟაური“ შესთავაზა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი თეატრის გვერდში დგომას კვლავაც გააგრძელებს და შეეცდება დასს განვითარებაში აქტიურად დაეხმაროს.

სპორტის ხელშეწყობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ჩვენს სპორტსმენებს გვერდში დაუდგეს და მათ მხარი დაუჭიროს.

2022-ში სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისებისთვის 97 200 ლარი დაიხარჯა, სპორტსმენთათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოსთვის  კი 30 700 ლარი. ამ პროგრამით 2022 წელს ჯამში 80-მა სპორტსმენმა ისარგებლა.

2022 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისში დაიწყო ახალი, თანამედროვე ტიპის  სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტკომპლექსში შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის მინი სტადიონს 2022 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მინი სტადიონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ფეხბურთელებმა, ბოლნისის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფეხბურთის წრის აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარეს და გამოცდილება გაუზიარეს.

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ სტადიონზე შეიცვალა მინდვრის საფარი, გადაიხურა ტრიბუნები, მოეწყო სველი წერტილი და გასახდელები. ასევე  მოიკირწყლა სტადიონამდე  მისასვლელი გზა, აღდგა შემოღობვა და  შეიცვალა მინდვრის განათება.

მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 289 465 ლარი შეადგინა.

მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 38 140 000 ლარი მოხმარდება. 2023 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები.  ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 4 803 140  ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მომავალი წლისთვის 6 456 000  ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2023 წელი  ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ.

https://bit.ly/3vpFXQH

ორი ათეული წელი საქმის სიყვარულით და შეუპოვარი ხასიათით

0

19 წელია საქმის სიყვარულით, მტკიცე და შეუპოვარი ხასიათით, კომპანია „არემჯის“ საწარმოში ნანა ჯაყელი ამწე კრანის მემანქანედ მუშაობს. სიმაღლის შიშით შეპყრობილმა ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია და სუსტი სქესის წარმომადგენლების შესახებ  გამოწვევებს მტკიცედ შეხვდა. ნანა ჯაყელის პროფესიაში ყოველი წამი და სიზუსტე გადამწყვეტია, დაუშვებელია შიში, დაბნეულობა და მოდუნება, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას დღემდე თავდაუზოგავად,  დიდი სიყვარულით ასრულებს და თვლის, რომ ეს საქმე  ერთმნიშვნელოვნად მისია.

პროფესიის შერჩევა სპონტანური არ ყოფილა,  უკვირდათ, ქალი ორ ამწეზე, ხიდურზე და გრეიფერზე, როგორ გაართმევდა თავს ბევრიც გაგებით მოეკიდა. მართვის მოწმობის გამოცდაზე გასულს, დღემდე ახსოვს კომისიის ერთ-ერთი  წევრის რჩევა: „საქმე იმდენად რთულია, სანამ ამწეზე ახვალ და სამუშაოს დავიწყებ, გახსოვდეს, სახლში შვილები გელიან. უნდა დაივიწყო ყველა პრობლემა, შიში და დაბრკოლება, შინ მშვიდობით რომ დაბრუნდეო“. სწორედ ამ შემართებით ღვთის იმედით, ყურადღებით, საქმის სიყვარულით და ხალისით იწყებს და ამთავრებს ყოველ დღეს, სახლში კი მეუღლე, 3 ქალიშვილი და 2 შვილიშვილი ელიან.

ნანა ჯაყელი:

-მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის მეშინოდა, რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ ამწე კრანის მართვა შემესწავლა. ეს იდეა  საამქროს უფროსს ბატონ მალხაზ ბერიძეს გავუზიარე, სურვილი მალევე ამისრულდა და დავიწყე შესწავლა, საბედნიეროდ, ადვილად გავართვი თავი და სადღაც თვენახევარში, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამოუკიდებლად მემუშავა და დამეტვირთა გრეიფერის ამწე. სხვა გზა არ იყო, უნდა დამეძლია შიში და დაბნეულობა. საბედნიეროდ პირველი გამოცდა საკმაოდ კარგად გავიარე, ეს იყო ჩემთვის პირველი დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულება. ზუსტად იმ დღიდან, ისევე პასუხისმგებლობით და თავდაუზოგავად ვეკიდები ჩემს სამუშაოს, როგორც პირველ დღეს და გაცნობიერებული მაქვს, შიში და საქმისადმი ზერელე მოპყრობა, დაუშვებელია“.

20-25 მეტრის სიგრძის ამწე-კრანის კარგად მართვა, საკმაოდ რთულია, თუმცა როგორც ქალბატონი ნანა აღნიშნავს, კოლექტივისგან დიდმა პატივისცემამ, სიყვარულმა და ერთგულებამ, კიდევ უფრო გააძლიერა, გაამხნევა და გაუადვილა საქმე, რომელიც ასე ძალიან უყვარს და თვლის,  თავიდან რომ დაიწყოს, ისევ ამწე კრანის მემანქანეობას შეისწავლიდა.

„ამწეზე მუშაობისას გრეიფერი იქნება, თუ ხიდური, ბევრი სირთულეების გადალახვა მიწევს, მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყო, რომ  უმნიშვნელო შეცდომაც არ დავუშვა,  არ დავაღალატო ჩემი ოჯახი, სადაც დიდი სიყვარულით მელიან და კოლექტივი, სადაც პატივისცემასა და ერთგულებას ვგრძნობ“.

ერთი ამწიდან მეორე ამწეზე გადასვლა, 100-დან 400 ტონამდე ტვირთის ატვირთვა, რთული სამუშაო დღე და კარგად შესრულებული მოვალეობა, ეს ნანა ჯაყელისთვის ჩვეული რუტინაა, რომელიც არ უშლის ხელს იყოს კარგი მეუღლე, დედა, დიასახლისი და ბებია, იყოს მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგული და ყურადღებიანი, მუდამ პოზიტიური, მეგობრული და შვილებზე და შვილიშვილებზე უზომოდ შეყვარებული.

„ოთხი დღე ვმუშაობ, ხშირად მიწევს ერთი ამწიდან მეორეზე გადასვლა და დიდი ტვირთის ატვირთვა, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიღლები და ვშრომობ, მით უფრო ბედნიერი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რომელიც ხელს არ მიშლის საოჯახო საქმეებში და დროის განაწილებაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას, ასეთი კარგი პირობებისა და შრომის დაფასებისთვის. მიხარია, რომ  ამ გრანდიოზული და ძლიერი კომპანიის თანამშრომელი ვარ,“.

მიუხედავად რთული პროფესიისა, სადაც არაერთი სიძნელისა და წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, ქალბატონი ნანა ქალურობას არ კარგავს და ამწე კრანის მართვისას მუდამ მოწესრიგებულია, ჩაფხუტის ქვეშ მსუბუქ მაკიაჟსაც ატარებს. ბედნიერია, რომ კარგად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას და ამაყობს, რომ არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის გუნდის წევრი.

ავტორი:მარინა გავაშელი

„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის პრეზენტაცია

0

ორგანიზაციამ,  „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა”, კულტურის ცენტრში  „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზანად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით სათემო ცენტრების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სათემო ცენტრში განხორციელდება, რომლის  მსველობისას მოხდება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მათთვის ისეთი კომპეტენციების გაღვივება, როგორიცაა – ანალიტიკური, დამოუკიდებლად სწავლის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი კომპეტენციების შესწავლა.

პროექტის ფარგლებში,  აბიტურიენტებისათვის შიქმნება საკონსულტაციო პროგრამები, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ უფასო ფაკულტეტებზე,  პროგრამა 1+4 დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოხდება  აბიტურიენტებისთვის   ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში დახმარება.

პროექტის განმავლობაში 5 სათემო ცენტრში 5 თვის განმავლობაში განხორციელდება არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები – დისკუსიები, სემინარები, ტრენინგები,მოეწყობა  ფილმის ჩვენება – განხილვა,  გარემოსდაცვით აქციები, ინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობები, ლიტერატურული ღონისძიებები,  კულტურულ – შემეცნებითი  და გასვლით ღონისძიებები. შეხვედრას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,ახალგაზრდობის სააგენტოს  და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის პრეზენტაცია

0

ორგანიზაციამ,  „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა”, კულტურის ცენტრში  „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზანად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით სათემო ცენტრების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სათემო ცენტრში განხორციელდება, რომლის  მსველობისას მოხდება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მათთვის ისეთი კომპეტენციების გაღვივება, როგორიცაა – ანალიტიკური, დამოუკიდებლად სწავლის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი კომპეტენციების შესწავლა.

პროექტის ფარგლებში,  აბიტურიენტებისათვის შიქმნება საკონსულტაციო პროგრამები, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ უფასო ფაკულტეტებზე,  პროგრამა 1+4 დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოხდება  აბიტურიენტებისთვის   ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში დახმარება.

პროექტის განმავლობაში 5 სათემო ცენტრში 5 თვის განმავლობაში განხორციელდება არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები – დისკუსიები, სემინარები, ტრენინგები,მოეწყობა  ფილმის ჩვენება – განხილვა,  გარემოსდაცვით აქციები, ინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობები, ლიტერატურული ღონისძიებები,  კულტურულ – შემეცნებითი  და გასვლით ღონისძიებები. შეხვედრას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,ახალგაზრდობის სააგენტოს  და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად მოინახულა. რეგიონალური პროექტების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქ ბოლნისში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების მოწესრიგება.  ასფალტის დაგების სამუშაოები განხორციელდა  სატყეოს, საავადმყოფოს, ყოფილი „უსინათლოებისა“ და ბულვარის უკან მდებარე მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებზე უკვე დაიგო პირველი ფენა. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის იანვრის ბოლოს დასრულდება ასევე აქტიურად  მიმდინარეობს   ქვაფენილის დაგების სამუშაოები სიონის ქუჩაზე,  პირველ ეტაპზე კეთდება მხოლოდ  ნაწილი თავისი სანიაღვრე არხით და ტროტუარებით. აღნიშნული ქუჩა სრულად მოიკირწყლება 2024 წლის ბოლომდე.

 მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა

0

რამდენიმე ათეული წელია, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სათნოების სახლი ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე 12 ბენეფიციარი ცხოვრობს, რომლებსაც ყველაზე მეტად მათთან მისული სტუმარი აბედნიერებთ. წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, დღეს, მოხუცთა სახლის ბინადრებს მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად სტუმრობდა, ისინი გაესაუბრნენ მოხუცებს, მოიკითხეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო ტკბილეულის ნობათი გადასცეს.