Home Blog გვერდი 83

UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

ქალაქ ბორჯომში UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის „ადგილობრივი, საჯარო და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია, სადაც ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების, სექტორთშორისი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

პროექტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს და ის ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ბორჯომში UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის „ადგილობრივი, საჯარო და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია, სადაც ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების, სექტორთშორისი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

პროექტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს და ის ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

ადრე ჩვევად მქონდა კალმით სიარული, ახლა კი პირდაპირ შეიძლება რაიმე ლამაზ სურათს დავხედო და ვაწკაპუნებ ,,კლავიშებს“, საოცარი ვინმე ყოფილა, ეს ,,მუზა“

1

ყველას გვსმენია გამოთქმა : ,,ხელოვნება და ლიტერატურა“, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც და კავშირი ზედმეტია, რადგან ხელოვანის ნიჭიერება ვერ თავსდება ჟანრსა თუ დარგში. ჩვენი რესპონდენტი, რეჟისორი თეა შეყილაძეა, მას სცენის მტვერიც უგემია და ფურცელზე სტრიქონებად გადატანილი განცდების სიმძაფრეც, დღეს კი ვეცდებით, თეას ეს უკანასკნელი მხარე უკეთ გაგაცნოთ და ცოტა ხნით, მისი ლექსების სტრიქონებს შორის ჩავიკარგოთ.

  • მოგესალმებით თეა, რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?

მოგესალმებით, ლექსებს მე-4 კლასიდან ვწერ, მაგრამ ბოლო სამი წელი, ანუ პოსტკოვიდური პერიოდი, ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, უფრო მეტად მსტუმრობს ,,მუზა“.

  • როგორი ბავშვი იყავით, გაიხსენეთ სკოლის პერიოდი, ალბათ, ლიტერატურა გამორჩეულად გიყვარდათ, გქონდათ თუ არა საყვარელი ლექსი, რომელიმე პოეტის შემოქმედებიდან ?

-ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. საბავშვო ბაღში პატარა ანსამბლსაც ვდირიჟორობდი. სკოლაც ძალიან მიყვარდა, თითქმის ყველა პედაგოგთან ვმეგობრობდი. განსაკუთრებულად ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა – ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა ქიმიის გაკვეთილზე ქალბატონი ნათელა გრიგოლია დაფასთან გამომიყვანდა და საკუთარ ლექსებს მაკითხებდა. ხომ პარადოქსია, ქიმია და პოეზია?! მაგრამ მართლა მასე იყო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ გალაკტიონი მუზების მეფე იყო. ამოჩემებულად მიყვარდა მისი – “მერი” და ირაკლი აბაშიძის – “ო ენავ ჩემო”. ანა კალანდაძეს კი პოეზიის დედოფლად ვთვლი.

  • გვიამბეთ  სტუდენტობის პერიოდზე, ხშირად, შემოქმედებითი აღმაფრენის ეტაპი, სწორედ სტუდენტობისას დგება, ამ ასაკში მეტად მგრძნობიარეები და ემოციურები ვართ ადამიანები. ხომ ვერ გაიხსენებთ სტუდენტობის დროინდელ ჩანაწერებს, დღიურს, მაშინაც თუ წერდით ლექსებს ?

-ულამაზესი წლები იყო, გამიმართლა. პირველივე წელს მოვხვდი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. ბატონი ლერი პაქსაშვილისა და ბატონი გია კიტიას ჯგუფში. იყო ბევრი ემოცია, სიახლე, სურვილებისა და ოცნებების ახდენა. ამ პერიოდში უფრო ჩანახატებს, პიესებსა და პატარ-პატარა ნოველებს ვწერდი, ლექსებს ნაკლებად. უნივერსიტეტი 1997-ში დავამთავრე და იმავე წელს გავემგზავრე გერმანიაში სასწავლებლად, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ქალაქ ქემნიცის უნივერსიტეტში, მუსიკათმცოდნეობისა და პოლიტმეცნიერების ფაკულტეტზე.  (აქაც პარადოქსი – მუსიკა და პოლიტიკა) იქ მეორე შემოქმედებითი სუნთქვა გამეხსნა და ვწერდი სულ მონატრებაზე, განშორებასა და სიშორეზე. მაშინ ინტერნეტი არ იყო და მონატრებაც, უფრო მძაფრდებოდა.

  • გაქვთ თუ არა საყვარელი ადგილი წერისთვის, სადაც მუშაობა გიადვილდებათ, ან გარემო, რომელიც შთაგაგონებთ, რომ თქვენი ემოციები და განცდები ფურცელზე ლექსებად გადმოიტანოთ?

-არა, როცა მუზა მეწვევა, სადაც არ უნდა ვიყო და რა ვითარებაშიც, იქ ვწერ. ძალიან ხშირად გავუღვიძებივარ მუზას გვიან ღამით. ადრე ჩვევად მქონდა კალმით სიარული, ახლა კი პირდაპირ შეიძლება რაიმე ლამაზ სურათს დავხედო და ვაწკაპუნებ ,,კლავიშებს“. საოცარი ვინმე ყოფილა ეს ,,მუზა“ , სულ მაოცებს.

  • როგორც ვიცი, პროფესიით რეჟისორი ბრძანდებით, თქვენი პოეზიისადმი ასეთი სიყვარული რაიმე კონკრეტულ ფაქტს ხომ არ უკავშირდება? ან ხომ არ გყავთ საყვარელი პოეტი, რომელიც თქვენი ინსპირაციის წყარო გახდა ?

-ალბათ, კი. ხელოვან ხალხს ცოტა სხვანაირი ხედვა გვაქვს. ამ ბოლო ხანებში ისეთი გულჩვილი გავხდი, შეიძლება კარგმა ლექსმა, ცეკვამ, სიმღერამ ამატიროს.

,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“ – ტიციან ტაბიძის არ იყოს.

  • თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ პირველად როდის და ვის წაუკითხეთ თქვენი ლექსი ?

-პირველი ლექსი მამას წავუკითხე (ბავშვობაში) გაეცინა და მითხრა – ამ ლექსს რომელიმე საბავშვო კრებულიდან გადაწერდიო. ჩემთვის ეს ისეთი შეფასება იყო, ერთი თვე ბედნიერებისგან დავფრინავდი, მახსოვს. ლექსი გაზაფხულზე იყო, ძალიან ბავშვური და ლაღი.

  • თუ გაქვთ საყვარელი თემატიკა, რომელზეც ყველაზე ხშირად წერთ?

-ყველაფერზე ვწერ, გააჩნია ჩემი მუზა რა ხასიათზეა.

  • რომელიმე ლექსს ხომ არ გამოარჩევდით საკუთარი შემოქმედებიდან ?

-განსაკუთრებით მიყვარს ერთი ფრაზა –

„ჩუმად მივყვები ცხოვრების ბილიკს

და ვცდილობ, არსად დამიცდეს ფეხი“.

მწერლისთვის თავისი შემოქმედებიდან რაიმეს გამორჩევა ისეთივე რთულია, როგორც მშობლებისთვის შვილების, თუმცა ერთ-ერთ ლექსს შემოგთავაზებთ.

– დღეს მინდა გითხრა – ” მიყვარხარ”

ხვალ რა იქნება – რა ვიცი?!

როცა შენ ჩემთან არა ხარ,

მენატრები და განვიცდი…

დღეს მინდა მოსვლა შენამდე

ხვალამდე ვეღარ დავიცდი,

შენ თუ დროებით წახვედი,

მე სამუდამოდ დაგიცდი…

დღეს მინდა შენთვის ვიმღერო

ავახმიანო – გიტარა,

ხვალ, იქნებ სევდამ წამიღოს,

სულ ვერაფერი გითხრა, რა…

დღეს მინდა გაგიღიმილდე,

ხვალ იქნებ შევკრა – კოპები,

მინდა, იმდენი დავლიო

შემოვიკრიბო – ლოთები.

იცი, მომწყინდა ურჩობა,

იქნება ცოტა – დაგითმო?!

დღეს ზუსტად ვიცი – “მიყვარხარ”

ხვალ რა იქნება – არ მკითხო…

  • ხომ არ გიფიქრიათ, ლექსების კრებულის გამოცემაზე ?

-კი, ვფიქრობ. ძალიან მინდა პატარა, მოკრძალებული, ჩანახატებიანი ლექსების კრებულის აკინძვა. იმედია, შევძლებ.

  • რას ურჩევთ ახალგაზრდებს, დამწყებ მწერლებს , რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დასახული მიზნები აისრულონ და მათში არ ჩაიკარგონ ?

-ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, მაგრამ გული მწყდება კითხვა ინტერნეტმა ჩაანაცვლა. ახალგაზრდებს ვურჩევდი იკითხონ, წერონ, ითამაშონ, ივარჯიშონ და რაც მთავარია, ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ განცდებზე, სურვილებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. იყვნენ ჰუმანურები, მიზანდასახულები და აუცილებლად, დაუფასდებათ.

  • დამდეგ ახალ წელს რას უსურვებთ ბოლნისს, ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს ?

-მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩემს საყვარელ ბოლნისსა და ბოლნისელებს, სრულიად საქართველოს. ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობა. ყველა ოჯახში ხვავი, ბარაქა და სიმშვიდე სუფევდეს. უფლის წყალობა სრულიად სამყაროს. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!

წელს რაღაც ადრიანად მეწვია

ზამთარი…

ასაკმაც თავისი დამატყო – ნაოჭი,

რა ცუდი ყოფილა, შენ თავთან კამათი

წუხელ მთელი ღამე ფიქრებთან

ვდაობდი…

წლები გაფრენილან დარი თუ ავდარი

სულ თან წაუღია მტყუანი თუ მართალი

გაქრა ის ბავშვობა- დასრულდა ზღაპარი,

ამ ქვეყნად განვლილი წლებია

მთავარი…

აღარ დაბრუნდება, ის რაც უკვე იყო,

ვეღარც ფეხშიშველი მოირბენ

აპრილებს…

ვერაფრს გაუგებ თავნება ამინდებს

ხან თითქოს მზეა და, ხან თოვას

აპირებს…

არვიცი… არიცი… არ გიცდი…არ

მიცდი…

ახლოს ხარ… შორსა ხარ…მე მაინც

განვიცდი….

ალბათ გავიზარდე?! ან ისევ ბავშვი

ვარ?!

შენც თითქოს მოდიხარ, მაგრამ სულ

გზაში ხარ…

წელს თითქოს ადრიანად მეწვია

ყინვებიც,

თმებში ჩამაბნია ჭაღარა – ფიფქებად,

დროზე თუ არ უხმე სიყვარულს, იცოდე,

წავა და გაქრება უხილავ – ფიქრებად…

– და მაინც რა არის ამქვეყნად

მთავარი?!

წელს მართლაც ადრიანად მოვიდა

ზამთარი…

                                                                      თეა შეყილაძე

მარიამ ონიანი

მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის პროექტებს

0

დღეს კულტურის ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ორ ორგანიზაციას შორის, მემორანდუმის ხელმომწერები არიან ერთის მხრივ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და მეორეს მხრივ ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორი სოსო კოპალეიშვილი. მხარეები მემორანდუმის ფარგლებში მზად არიან განავითარონ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა. გაცვლიან ცოდნას, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ინფორმაციას კულტურის განვითარების სფეროში. განახორციელებენ  სხვადასხვა სახის შემოქმედებით პროექტებს. როგორც სახელმწიფო ცენტრის დირექტორი აცხადებს ბოლნისი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია, მემორანდუმის საფუძველზე კი უფრო განვითარდება.

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

0

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმინ­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო. მისი მამა, ზა­ბუ­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გან­მა­ნათ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა. მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ქალ­წუ­ლი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 323 წელს ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბით შე­მო­ვი­და. მას­თან ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ვა­ზის ჯვა­რი ჰქონ­და.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმი­და ნი­ნოს ქა­და­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად 326 წელს გა­მო­ცხად­და. ამ დროს სა­მე­ფო ტახ­ტი მეფე მი­რი­ან­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას ეპყრათ.

წმი­მდანის ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 1 ივ­ნისს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო 27(14) იან­ვარს – გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

რა სერვისებს სთავაზობს  ბოლნისის ტურისტული ცენტრი ვიზიტორებს

0

ქალაქ ბოლნისში,  რამდენიმე წელია ფუნქციონირებს  ტურისტული ცენტრი. სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და ვიზიტორებს ემსახურებიან, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ. აცნობენ ინფორმაციას იმ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულად საინტერესო ლოკაციებზე, რითაც ამაყობს ბოლნისი.

ცენტრი, დაინტერესებულ პირებს, აწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული დანიშნულების  ობიექტების შესახებ, როგორიცაა: განთავსებისა და კვების ობიექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი, მუზეუმები, გალერეები, ღვინის საწარმოები და მარნები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, ტურისტების ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან მარშრუტის დაგეგმვაში.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა და მისი მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება მომსახურების შესახებ.

 გოგი მეშველიანი ბოლნისის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა.

მაჟორიტარმა ინდივიდუალურად მოისმინა  ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებები.

„ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გავმართე. თითოეულს ინდივიდუალურად გავესაუბრე, მოვისმინე მათი შეხედულებები და საჭიროებები.

ჩვენ, მუდამ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომა აღმოვუჩინოთ და მათთან ერთად ვიმოქმედოთ გამოწვევების დასაძლევად ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0

მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული და კულტურული, ისე სოციალური მიმართულებით.

2023 წელს, რეგიონში დასრულდება მიმდინარე პროექტები და გაგრძელდება ისეთი პრიორიტეტული პრობლემების აღმოფხვრა როგორებიცაა:

გაზიფიცირება;

წყალმომარაგება;

სარწყავი სისტემების მოწყობა;

ქუჩების სახელდება;

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება.

შეხვედრის ფარგლებში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი. პროგრამა გრძელდება, ამ ეტაპზე კი, პროგრამის ფარგლებში, უკვე ინვესტირებულია 400 მილიონი ლარი.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.

ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, კახაბერ კობერიძეს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, ავსტრიის საელჩოსა და CENN-ის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ვიზუალური ნამუშევრების სასკოლო კონკურსის “ბუნების სტუმარი“-ს ერთ-ერთი გამარჯვებულის, ელენე ჟღენტის შემოქმედება ადგილზე დაათვალიერეს და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, ავტორისგან მცირე პრეზენტაციაც მოისმინეს.

სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს,  მონასტრის მარნის ღვინო დააგემოვნეს და ბოლნელი მთავარეპისკოპოსისგან მოისმინეს ტაძრის დაარსების ისტორია.

დღის ბოლოს კი, ბოლნისის მუზეუმში მოეწყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი  ლაურეატი ქალის ერთ-ერთი პირველი ავსტრიელი პაციფისტის ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობის ამსახველი ილუსტრაციის გამოფენის გახსნის ცერემონია, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კულტურის ცენტრის სამსახურის თანამშრომლები და სხვადასხვა სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

„დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

საქართველოს ორგანულ კანონში – „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა.

 

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ბოლნისში ახალი პროექტები განხორციელდება

0

21 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს მუნიციპალიტეტში.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს 5 წლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.  პროგრამა იმუშავებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას გაუწევს ცენტრალური ინსტიტუტის დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.

სამუშაო შეხვედრა ორდღიანია, რის შემდეგაც შეიქმნება სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრისთვის.