Home Blog გვერდი 82

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად მოსახლეობას კიანეთში, ჯავშანიანში, საბერეთსა და მუშევანში შეხვდა.

2023 წელს პროგრამის ფარგლებში, სოფელ კიანეთში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სპორტული მოედნის შემოღობვა დასრულდება, ჯავშანიანში წყარომდე მისასვლელი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელი დასრულდება სოფელ საბერეთშიც.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მუშევანში კონსულტაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი რაოდენობის მოქალაქე არ გამოცხადდა, საქართველოს მთავრობის N 654 დადგენილების შესაბამისად, სოფელში კონსულტაცია ჩაშლილად გამოცხადდა. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, მუშევანში კონსულტაცია ხელმეორედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

 საფლებში:  წიფორში, ჭრეშსა და ხახალაჯვარში სოფლის კრებები ჩატარდა

0

2 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფლის კრებებს დაესწრო

სოფელში არსებული საჭიროებების გამოსავლენად შეხვედრები დარბაზის თემის სამ სოფელში: წიფორში, ჭრეშსა და ხახალაჯვარში გაიმართა. 2023 წელს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებმა მსჯელობის შედეგად შეარჩიეს. სოფელ წიფორში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გზისპირა მოსაცდელი გაკეთდება, სოფელ ჭრეშში შიდა გზა, ხოლო ხახალაჯვარში სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

გოგი მეშველიანმა „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ნონა პაპაშვილს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მიულოცა

0

დღეს საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის პედაგოგს საერთაშორისო კონკურსის “Golden time talent” მონაწილესა და  ორი საპრიზო ადგილის მფლობელს, ნონა პაპაშვილს „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით წარმატება მიულოცა და ორგანიზაციის წევრებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 ლონდონში ჩატარებულ 42-ე სეზონზე,  ნონას წარდგენილი ჰქონდა სამი ნამუშევარი, სადაც პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში „ხელნაკეთი“. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის იამზე სვანიძისა და სკოლის დირექტორის მზია დანელიას თქმით, ნონა არის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და რაც მთავარია, წარმატებული მასწავლებელი.

 „კიდევ ერთხელ ვულოცავ ნონას და კვლავ ბევრ წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, რომ გვყავს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა პედაგოგები.”- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

„ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო

0

მიმდინარე წელს, ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების: ტანძია, იწრია, რატევანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.  სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური მილის რეაბილიტაციას, პოლიეთილენის მილების მოწყობას, რკინა-ბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

აღნიშნული სამუშაოები 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სოფლები და ქალაქი,  გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში განსაზღვრული პრიორიტეტებისთვის 2023 წელს „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში” შემდეგი ცვლილებები შევიდა,

კერძოდ:

1. მუხლი 1. ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ( რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამას დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს შიზოტიპური აშლილობის მქონე ბენეფიციარების შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

2. მუხლი 7. ბინის ქირით უზრუნველყოფა. ბინის ქირა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად ანაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი.

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

3. მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფის (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი განისაზღვრა: დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის არაავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში 1000(ერთი ათასი) ლარის, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში – 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

პროგრამის მეხუთე პუნქტით – ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციართა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისთვის განსაზღვრული თანხა – 2000 ლარი შეიცვალა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით..

4. მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფის (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამის 9 1 პუნქტის – აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში განსაზღვრული თანხა – 5000 ლარი შეიცვალა და განისაზღვრა 7000 ლარით.

5. 1. სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიით ვერ დაფინანსდებიან ორჯერ ერთი და იმავე სემესტრის აქტიური სტატუსით.

2.უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის განმავლობაში თუ სტუდენტი მობილობით გადავიდა სხვა სასწავლებელში, ან სხვა ფაკულტეტზე, ან სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ ცნობაში ეს გარემოება  უნდა იყოს  მითითებული.

5. მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფის (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამას დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების (ოჯახების), რომლების განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის – არაუმეტეს 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით).

მკურნალობის უზრუნველყოფით გათვალისწინებული დახმარებები ბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.

5. მუხლი 12. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამის 1 პუნქტს დაემატა „ბ 1” ქვეპუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს უკიდურესად შეჭირვებული ბავშვისთვის სასკოლოდ შესაბამისი საჭიროებების შესაძენად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას, რომელიც განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით (ერთჯერადად ბავშვისა და ოჯახის (თემის) სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე);

6. მუხლი 13. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის დაფინანსების მიზნით ყოველ გარდაცვლილის ოჯახზე გასაცემი ერთჯერადი მატერიალური დახმარებით 250 ლარით უზრუნველყოფა შეიცვალა და დახმარების ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით.

 აქვე მოგახსენებთ, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტებისთვის კანონით დაკისრებული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალურ მუშაობას, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური წლის განმავლობაში მართავს არაერთ ქეისს, აღნიშნული ქეისების მიხედვით ახდენს საჭიროებების სიღრმისეულ შეფასებას, ადგენს სამოქმედო გეგმას, სიღრმისეულად სწავლობს ყველა მდგარ მოცემულობას, რაც აძლევს საშუალებას სწორად და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას „ქეისებში“ მითითებული საჭიროებები. აქედან გამომდინარე „სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესში“ დაემატა ახალი პროგრამები.

კერძოდ:

1. მუხლი 15. ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა – რომელიც ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინალური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინალური განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა, გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდეს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველი/დახმარების გამცემი კომისიის მიერ და გასაცემი თანხის ოდენობა, თითოეულ ქეისზე, განისაზღვრა არაუმეტეს 2 500 ლარის ოდენობით.

 2. მუხლი 16. მარტოხელა მშობლის ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა. – რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის ყოველთვიურად 70 ლარით უზრუნველყოფას.

ლელა გელაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

0

№1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.  ამასთან დაკავშირებით, ლელა გელაძეს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა,  სამუშაო კაბინეტში  უმასპინძლა, დამსახურებული ჯილდო მიულოცა, სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცა. შეხვედრას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და №1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც კოლეგას მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

N2 – თებერვალი

0
N2-თებერვალი
N2-თებერვალი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დაიწყო

0

პირველი თებერვლიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ყველა სოფელში საერთო კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს დაასახელებს.

პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი, წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სენებში, ბერთაკარში, იწრიასა და ძეძვნარიანში მოსახლეობას შეხვდა,  ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული პრობლემები და საჭიროებები, რომელიც ძირითადად გარე განათების დასრულებას და შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოებს ეხება.

მიმდინარე წელს, მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 სოფელსა და დაბისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ტრადიციულად, საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს  და მოწვეულ საზოგადოებას, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.  წარდგენას  ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და წარმომადგენლები კომპანია ,,არემჯიდან“.

მერმა 2022 წლის მიმდინარე პროექტები შეაჯამა, მეტი თვალსაჩინოებისთვის პროექტორზე გადიოდა  ვიდეო კადრები. მუნიციპალიტეტის მერმა თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა  განხორციელებულ  ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე.

მერმა თავის ანგარიშში აღნიშნა,  რომ გასული წელი წარმატებული იყო არაერთი მიმართულებით.  2022 წელს 10299398 ლარის ღირებულების 93 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებში კი ჯამში 2707569 ლარის დახმარება 3136 ბენეფიციარს გაეწია. ანგარიშის წარდგენა კითხვა- პასუხის რეჟიმში დასრულდა.

2023 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ახალი დადგენილებები ამოქმედდა.

0

საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცხოველის საკვების მწარმოებლებთან, იმპორტიორებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა დადგენილებები, რომელიც განსაზღვრავს ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების (დადგენილება N58), სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების (საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ), აგრეთვე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის (დადგენილება N548) წესს.

საინფორმაციო შეხვედრაზე სააგენტოს ვეტერინარებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის ვალდებულებები, რაც მათ აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად ეკისრებათ; გარდა ამისა, მოისმინეს ბიზნესის პოზიცია იმპლემენტაციის პროცესში მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებები ევრორეგულაციის შესაბამისად მომზადდა.