Home Blog გვერდი 206

ქალაქ ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

0

მერაბ კოსტავას ქუჩაზე  ადგილობრივი ბაზალტით  ქვაფენილის დაგების სამუშაოები დღეს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა,  აქვე შეხვდა ადგილობრივებს, მიმდინარე პროექტზე ისაუბრა და მათი აზრი მოისმინა. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ქვაფენილი, მოწესრიგდება ღობეები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭიშკრებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 579, 000 ლარს შეადგენს.

დღესვე  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა და მერმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ობიექტიც მოინახულეს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, კეთდება ავტოფარეხი,  მიმდინარეობს შემნახველი სათავსოს მოწყობა, იგება ასფალტი და კეთდება  გვერდულები.  სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას ეხმიანება

0

,,გვსურს გამოვეხმაუროთ „მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას, რომელშიც მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სურსათის პოლიტიკური ნიშნით დარიგებაში დაადანაშაულა.

გვსურს აღვნიშოთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფელი 25 აპრილიდან ჩაკეტილია და მკაცრ საკატანტინო ზონადაა გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტები ორ ეტაპად დაურიგა.

100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახმა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფლის მოსახლეობისთვის გაკუთვნილი სასურსათის შესაძენად ბიუჯეტიდან 40 160 ლარი გამოყო.

მოსახლეობაში დარიგებული სასურსათო პაკეტები ვარგისია და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათი გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროდუქტები საკარანტინო მდგომარეობისას მთელს მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე დაარიგა და მის ხარისზე მოსახლეობას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქე თანასწორია და მას ყველა სერვისი და დახმარება კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მიეწოდება.

მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა, კორონავირუსის პანდემიისას, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური მთავრობის ეფექტურ მუშაობას ჩრდილს მიზანმიმართულად აყენებს. მივმართავთ ტელეკომპანიას არ შეუწყოს ხელი მოსახლეობაში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მედიასაშუალებასთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად ვართ, მსგავს ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულელებითა და ფაქტებით ვუპასუხოთ,”-ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ უბნებზე უმოკლეს დროში მოგვარდება

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.  სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქში არსებულ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელეს, შემდეგ წყლის რეზერვუარი მოინახულეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წმ ნინოს და იაკობ ხუცესის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

როგორც მსჯელობის შედეგად გადაწყდა, სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ უბნებზე   უმოკლეს დროში მოგვარდება, მანამდე კი, უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას, კომპანიის წარმომადგენლები  სპეციალური წყალმზიდებით მოამარაგებენ.

ქრისტინე ქუქჩიშვილი ,,კოგნიტოს’’ პირველი ტურის გამარჯვებულია

0

საქართველოს მასშტაბით თორმეტ გამარჯვებულ მოსწავლეს შორისაა,  წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ქუქჩიშვილი, მან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოგნიტოს” ესეების კონკურსის პირველი ეტაპი  წარმატებით გადალახა. კონკურსის  თემა იყო ,,შენი რეგიონი.’’  ქრისტინემ ესე ქვემო ქართლის შესახებ წარადგინა და თორმეტ წარჩინებულთა შორის მოხვდა, მეორე ეტაპი კი ივნისს ბოლოს ჩატარდება, რის შემდეგაც სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდება. ფინალურ ტურში მონაწილეები ესეს კოვიდ19-ის თემაზე წარმოადგენენ.

,,კოგნიტო’’ არის  არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელის მიზანია რეგიონებში მცხოვრებთა  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, სამართლებივი ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად.

ქრისტინე ქუქჩიშვილი, ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლის მოსწავლე: სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე ამ კონკურსის შესახებ, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება.  პირველ ეტპზე გავაგზავნე ესე  ქვემო ქართლის შესახებ, შეირჩა თორმეტი მონაწილე  სხვადასხვა რეგიონიდან, ძალიან გამიხარდა მათ  შორის მოხვედრა, მეორე ეტაპი კი ოც ივნისს გაიმართება, ესეს დასაწერად დრო 4 საათი გვექნება, თემა კი კოვიდ 19 იქნება, ვეცდები სამ გამარჯვებულს შორის მოვხვდე.  

ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ქსელი მოეწყობა

0

ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, ზაფხულში ქალაქ ბოლნისის გარკვეულ ქუჩებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარებაც, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, დღეს ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ნიკოლოზ ვასაძესთან და ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან გია ყიფიანთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა წარადგინეს. გეგმის ფარგლებში, 200 გრძივ მეტრზე, 160 მმ დიამეტრის მილი განთავსდება. დამატებითი ქსელი წყლის მოცულობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც პრობლემური უბნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შესაძლებელს გახდის.

დეპუტატმა, მერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ბოლნისში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარები მოინახულეს, შემდგომ კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წმინდა ნინოსა დ იაკობ ხუცესის ქუჩების მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ნიკოლოზ ვასაძე მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში დაჰპირდა. მისი განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ ქუჩებზე 20 ივნისს მოგვარდება, მანამდე კი კომპანიის წარმომადგენლები სასმელ წყალს მოქალაქეებს სპეციალური წყალმზიდებით მიაწოდებენ.

,,ზაფხულის დადგომისთანავე მოსახლეობა სასმელი წყლის სიმცირეს, ხშირ შემთხვევაში არ არსებობას უჩივის. ჩვენი ინტენსიური კომუნიკაციის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო ტექნიკური სამუშაოები სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის. სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. მიმდინარეობს ახალი მილსადენის ჩამატება გარკვეულ მონაკვეთზე ,ღონისძიება რამდენიმე დღეში დასრულდება და როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა გვარწმუნებს ქალაქის ამ ნაწილში წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ასევე განვიხილეთ სასმელი წყლის მიწოდების საკითხი სოფელ რატევანში, რაჭისუბანსა და ნახიდურის ადმინისტრაციულ ერთეულში .
მიმდინარე სამუშაოებს და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხს მუდმივად მივადევნებთ თვალს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,“განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

0

ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დღეს მუნიციპალიტეტის მერთან და თვითმმართველობის   წარმომადგენელებთან  ერთად მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო  და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

სოფელ რატევანში მოსახლეობას შიდა გზებზე გადაადგილების  პრობლემა მალე აღარ ექნებათ, აქ გ 1 550 გრძივ მეტრზე იგება ასფალტის საფარი, რომლის ღირებულება  766 994  ლარს შეადგენს.

სამუშაოების დიდი ნაწილი  უკვე შესრულებულია სოფელ ძველ ქვეშში, სადაც  500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება, პროექტის  ღირებულება 397 000 ლარია.სოფელ ქვეშში კი  ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზა იგება. ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 595 000 ლარამდე დაიხარჯება.  პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი კი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება.

სოფელ მუშევანში მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში  მუშევანი კვლავ  წითელ ზონად რჩება, აღნიშნული სოფელი  25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, მას შემდებ  აქ არაერთი სოციალური, საქველმოქმედო თუ საინფორმაციო ხასიათის   აქცია მოეწყო.  დღეს  კი მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა.  სოფელში მცხოვრებ  თითოეულ ოჯახს  სასურსათო პაკეტები გადაეცათ, სურსათის  დარიგების პროცესს, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მოსახლეობას გაესაუბრა და მათ საჭიროებებს ადგილზე  გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ჩაკეტილ ზონაში ხელმძღვანელ  პირებისა და  მოსახლეობას შორის  კომუნიკაცია აქტიურდ მიმდინარეობს.

 შეგახსენებთ რომ, სოფელ მუშევანში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.  ეპიდემიოლოგები  აქტიურად აგრძელებენ მუშაობას,  სოფელი ეპიდსიტუაციის გთვალისწინებით შესაძლოა თვის ბოლოსთვის  გაიხსნას.

მთავრობამ განსაზღვრა სივრცეები, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

0

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე – გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას.

პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა, საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების მინიმიზაციისთვის ამ ეტაპზე განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებებიც განიხილეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ორის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 12 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. ამ მიზნით, მკაცრად კონტროლდება დადგენილი წესები და სტანდარტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით დადგენილი ჯარიმები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გეგმური ინსპექტორების ფარგლებში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში 26 რესტორანი შეამოწმა, რომელთაგან 16 სანქციებს დაექვემდებარა.

დადგენილი წესების აღსრულება კონტროლდება სასტუმროებშიც. დღევანდელი მდგომარეობით შემოწმებული 939 სასტუმროდან, 150-ს მუშაობის განახლების ნებართვა მიეცა, 175-მა დადგენილი წესები ვერ დააკმაყოფილა და ისინი დამატებით შემოწმდებიან, დარჩენილმა ნაწილმა კი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი დრო ითხოვა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია ტესტირების სისტემა, ვინაიდან შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, ხოლო სოფელ მუშევანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჯერ ისევ შენარჩუნდება.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 704 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

StopCoV #COVID19

სოფელ მუშევანში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ

0

დღეს, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, სოფელ მუშევანში, ეპიდსიტუაცის კონტროლის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების PCR ტესტირება განახორციელეს.

ეპიდემიოლოგებმა ტესტირება 19 პირს ჩაუტარეს. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება, კვლევის პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მკაცრ საკარანტინო ზონაში კვლევებს პერიოდულად ატარებენ.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში ამ დრომდე კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

კონკურსი ახალგაზრდა ფოტომოყვარულებისთვის

0

კონკურსი ახალგაზრდა ფოტომოყვარულებისთვის სახელწოდებით : “ჩვენი მიზანია მდგრადი განვითარება”.
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, როგორც მერების შეთანხმების (#CoM) მხარდამჭერი აცხადებს ფოტოკონკურსს საუკეთესო სელფზე, რომელიც გადაღებულია მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის/მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიის ფონზე.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის პირობები:
• ერთ ფოტომოყვარულს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 ფოტო.
• ფოტონამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია და ფოტოს გადაღების ლოკაცია
• ნამუშევრები მიიღება ელ-ფოსტაზე – eecgeo@eecgeo.org
• ყველა მიღებული ფოტო აიტვირთება ენერგოეფექტურობის facebook-გვედზე ცალკე ალბომში
• ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა- 2020 წლის 22 ივნისი გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 25 ივნისს ონლაინ რეჟიმში (კონკურსანტებს დამატებით ეცნობებათ ჩართვის ზუსტი დრო). საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით. კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთით ფარგლებში“.