Home Blog გვერდი 205

მოქალაქე ნარგიზა მაისურაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის

0

„ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება აღმოჩნდეს განსაცდელის წინაშე, მაგრამ ყველაზე რთულია როცა ეს განსაცდელი შვილის ჯანმრთელობას ეხება და შენ კი მის წინაშე უძლური ხარ ფინანსურად. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ცოტა ხნის წინ და თხოვნით მივმართე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას. მათი დახმარებით დღეს ჩემი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, მის მოადგილეს ბუბა გობეჯიშვილს, მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს, ბიუროს თანამშრომელს ნინო მანაგაძეს, ასევე სოციალური სამსახურის თანამრომლებს: ლელა კვირიაშვილს, ნონა მოდებაძეს, შავლეგ მუშკუდიანს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი და წვლილი შეიტანა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებაში“- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოქალაქე ნარგიზა მაისურაძე.

მუშევანში აღებული 66 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, გუშინ სოფლის გახსნასთან დაკავშირებით, წინამოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებმა,  სამიზნე ჯგუფებიდან  66 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, აქედან არცერთ მათგანს კოვიდ19 არ დაუდასტურდა. პარალელურად სოფელში ჩატარდა მასობრივი თერმოსკრინინგიც. არსებული ეპიდ სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, მუშევანს წითელი ზონის სტატუსი უახლოეს დღეებში მოეხსნება.

შეგახსენებთ, რომ მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და  მას შემდეგ აქ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.  სოფელში სულ 80 კოვიდ ინფიცირებული დაფიქსირდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღნიშნა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დევიზით „გაანათე შენი გონება“ შეუერთდა. რომელიც  „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში ჩატარდა  და მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ონლაინ მოაწყო. რომელშიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  IX, X, XI და XIIკლასების თერთმეტმა  მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ვიქტორინის დაწყებისას მოსწავლეებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და მათ ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ვიქტორინა საკმაოდ სახალისო რეჟიმში წარიმართა,გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი კითხვების დასმა გახდა საჭირო. საბოლოოდ კი ადგილები ასე გადანაწილდა. პირველი ადგილი:  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ირინა ჟუჟუნაშვილმა, მე-2 ადგილი ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ადამაშვილმა, მე-3 ადგილი კი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილმა მოიპოვა.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისგან სპეციალურად შერჩეული საჩუქრები, ხოლო  მონაწილეებს  კი სერტიფიკატები ონლაინ რეჟიმშიი გადაეცათ.

სოფელ მუშევანის გახსნა თვის ბოლოსთვის იგეგმება

0

სოფელ მუშევანის მოსახლოებას, ორთვეზე მეტია მკაცრ საკარანტინო პირობებში უწევთ ცხოვრება,სოფელის  გახსნა თვის ბოლოსთვის იგეგმება,რისთვისაც აქ   წინა მოსამზადებული სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგები, სამიზნე ჯგუფებში ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ, სოფელ მუშევანში  ტესტირების პროცესს  მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. დღის ბოლომდე კვლევა 50-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება, რომელიც  ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, პასუხები ხვალ, დღის ბოლოსთვის, გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაირკვევა მოეხსნება თუ არა სოფელს წითელი ზონის სტატუსი. დღესვე  მორიგი სოციალური აქცია ჩატარდა,სოფელში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა  სასურსათო პაკეტები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მუშევანი  25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ამ ეტაპისთვის, აქ კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა.

მორიგი წარმატებული პროექტი სკოლების ჩართულობით

0

,,ისწავლე და გამოცადე აქტიური მოქალაქეობა-სკოლებისა და თემების დაკავშირება”პროექტის  ფარგლებში , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დირექტორებმა 8 სკოლიდან და მასწავლებლებმა საქართველოს 4 მუნიციპალიტეტიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სკოლების როლის გაზრდას ადგილობრივ თემებში.  პროექტის  უმთავრესი ამოცანები იყო მასწავლებელთა კომპეტენციების გაუმჯობესება დემოკრატიული კულტურისთვის და სწავლების ინოვაციური ფორმების გაცნობით ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ ამავე  პროექტის ფარგლებში  ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა მცირე სათემო პროექტი „ისწავლე და გამოსცადე აქტიური მრავალეთნიკური მოქალაქეობა“, საერთაშორისო ასოციაცია,,Civitas Georgica” სამ ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ( Edukator Poland, Demnet Hungary და Agora CE Czech Republic) ერთად განახორციელეს. პროექტმა სხვადსხვა საქმიანობის ფარგლებში ოცდაათზე მეტი მასწავლებელი და 300-მდე მოსწავლე მოიცვა, რომლის ფარგლებშიც სკოლამ განახორციელა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენლებთან, მასტერკლასები(ხელნაკეთი ნივთების შექმნა), დისკუსია, ვიქტორინები სხვადასხვა სკოლის ჩართულობით.

 ,,პროექტმა შეძლო ორი მთავარი ამოცანის მიღწევა, სკოლების მასწავლებელთა კომპეტენციების ამაღლება მოსწავლეთა სასკოლო და სკოლის გარე ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და მათი დემოკრატიული, თანასწორი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ასევე  უნიკალური შესაძლებლობა მისცა სკოლის მოსწავლეებს გამოეცადათ სამოქალაქო მონაწილეობის ინოვაციური ფორმები, სასკოლო და სათემო პროექტების განხორციელებით, რაც მათი როგორც საზოგადოების აქტიურ წევრებად ფორმირებას სკოლის პერიოდშივე შეუწყობს ხელს.. სკოლა „დავითიანის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას საზოგადოებაში, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას , არსებული ბარიერების დამსხვრევას ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებსა და მშობლებს შორის. მადლობა საერთაშორისო ასოციაციას ,,Civitas Georgica”ს და ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებს ( Edukator Poland, Demnet Hungary და Agora CE Czech Republic) ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის,“ აცხადებს სკოლა ,,დავითიანის“ დირექტორი მარინა გორშკოვა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის განვითარება, მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“- გოგი მეშველიანი

0

საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ინიციატივით,  მიმდინარეობს ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალური სტრადეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, აღნიშნული კუთხით, გოგი მეშველიანის ინიციატივით  საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლების: ტალავერის, ნახიდურის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდებთან.  ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის განვითარება, მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“-  წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.  სწორედ ამ მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში, სალომე საღინაძემ და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომელმა, ხაიამ ისაევმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები ტარდება იმსათვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. დაგეგმილია სათემო ახალგაზრდული კლუბების შექმნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში.

,,სალომემ და ხაიამმა თანატოლებს მოუწოდეს ჩაერთონ ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რაზეც მუშაობა ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს და ვთვლი, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ბევრი ახალგაზდის ხმა. ამ მიზნით მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რათა ყველა ჩვენს დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი.’’- აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები დააჯილდოვეს

0

ბოლნის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსთან,  ლევან ამირიძესთან ერთად, სოფელ ნახიდურსა და ტალავერში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ესტუმრნენ.   ჯამალ გასუმ ოღლის და ანვარ გუსეინოვს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს  პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი საიუბილე მედლები, სასაჩუქრე ვაუჩერი და  პრეზიდენტის მისალოცი წერილები გადასცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს

0

სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, 400 გრძივ მეტრზე კი სარწყავი არხის რეაბილიტაცია  მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ტალავერში კი წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოები ხორციელდება. სოფელში არსებული რეზერვუარიდან, 2700 გრძივ მეტრზე ახალი მაგისტრალი მოეწყობა.  ასევე დამონტაჟდება ჭაბურღილი და ორი ახალი რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
პროექტის ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღნიშნულ სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ბოლნისში გარემოს შესაძლო ზემოქმედებასთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების შეფასების კვლევა დაიწყება

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიოსამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, მერთან დავით შერაზადიშვილთან, მერის მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან მაკა მამარდაშვილთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „გარემოს ჯანმრთელობის რისკების შეფასება ბოლნისი-დმანისის რეგიონში“ დეტალებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, საველე სამუშაოებისას საზოგადოებრივი აზრის შესწავლა იგეგმება. სამიზნე ჯგუფების გამოკიხვის საფუძველზე შიერჩევა დასახლებული პუნქტები, სადაც მოსახლეობაში ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდება და გარემო ფაქტორების ნიმუშების აღება მოხდება.

მამხუტისა და ტალავერის თემს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდება

0

ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს სოფელ მამხუტის თემის საკრებულოს მაჟორიტარმა რასულ ბახტიაროვმა, მამხუტისა და ტალავერის თემში არსებული სარწყავი წყლის პრობლემის შესახებ შეატყობინა. დღეს გოგი მეშველიანი ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს მელიორაციის ადგილობრივი სერვისცენტრისა და შპს „ADA” -ს წარმომადგენელთან ერთად პრობლემას ადგილზე, სოფელ ჭაპალაში გამანაწილებელ სარწყავ არხთან გაეცნო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტერიტორიიდან მიეწოდება მამხუტის თემს სარწყავი წყალი.
სოფელ ჭაპალაში გამანაწილებელ სარწყავ არხში შპს „ADA”-ს ჰესის დამცავი ჯებირია მოწყობილი, რაც მამხუტისა და ტალავერის თემში სარწყავი წყლის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას აფერხებს. „ADA”-ს წარმომადგენლის გიორგი კაცაშვილი განხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სარწყავი წყალი მამხუტისა და ტალავერის თემს შეუფერხებლად მიეწოდება.

,,დღეს სოფელ მამხუტის თემის საკრებულოს მაჟორიტარმა რასულ ბახტიაროვმა მომმართა პრობლემით. მისი განცხადებით მამხუტისა და ტალავერის თემს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სარწყავი წყალი.საკითხს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გავეცანი.როგორც მელიორაციის ადგილობრივი სერვისცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა იმირასანის სარწყავ არხზე მოწყობილია ჰესის შპს „ADA” -ს დამცავი ცხაური, რომელიც იბიდნება და წარმოშობს აღნიშნულ პრობლემას. ადგილზევე შედგა კომუნიკაცია შპს „ADA” -ს წარმომადგენელ გიორგი კაცაშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად შეისწავლის საკითხს და უმოკლეს ვადებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად,” განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.