ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება“, რომლის მიზანია, სოფელ რატევანში მცხოვრებ ქალთა ცოდნის ამაღლება ისეთ საკითხებში, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, (სანიტარული, ფიტოსანიტარული სტანდარტები) ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ-სემინარი ნარჩენების მართვის თემაზე. სოფელ მისაქციელში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ოფისში მოეწყობა ექსკურსია, სადაც პროექტის მონაწილეეები გაიცნობენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, სოფელ დისველში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს კი გადაეცემა ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ბოლნისის აგროცენტრის მიერ წამოწყებულ ღვინის უფასოდ ჩამოსხმის აქციაში არაერთი ბოლნისელი მეღვინე ჩაერთო. ადგილობრივი მეღვინეობის პოპულარიზაციისა და ახალი თანამედროვე ტრადიციების დამკვიდრების მიზნით, ცენტრი დამწყებ მეღვინეებს თითო სახის ღვინის 10 ლიტრამდე ჩამოსხმას, დასაცობებასა და ეტიკეტირებას უფასოდ სთავაზობს, უკეთ გაცნობის მიზნით კი მათი ღვინოები წარმოდგენილი იქნება დეგუსტაციებსა და ფესტივალებზე.
„ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ პროექტის ფარგლებში ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრი ბოლნისში რამდენიმე თვეა გაიხსნა, სადაც შესაფუთი მობილური ტექნიკაა განთავსებული, რომლითაც სარგებლობა ყველა ადგილობრივ მეწარმეს სიმბოლურ ფასად შეუძლია. ცენტრი ფერმერებს ეხმარება აგროსექტორში წარმოებული პროდუქცია გახადონ მარკეტინგული თვალსაზირით მეტად გაყიდვადი, თანამშრომლები ზრუნავენ და იძიებენ ბაზრებს იმისთვის, რომ ბოლნისში წარმოებული პროდუქციის რეალიზებისთვის, რაც შეიძლება მეტი კომპანია დაინტერესდეს.
აგროცენტრში მუდმივად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები, აქ სახელმწიფოს თუ კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ სიახლეებს ფერმერებს აცნობენ, გარდა ამისა ცენტრი უფასო იურიდიულ მომსახურებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციას, პროექტის მომზადების და სხვა საჭირო სიახლეებს გასცემს მეწარმეებისთვის.
ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრი ევროკავშირის საგრანტო კონკურსში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მუშაობა.
ბოლნისის აგრო ცენტრი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს: 1. ერთი ერთეული პროდუქციის (ყველი, ხორცი, თევზი , ბოსტნეული ) ვაკუმურ შეფუთვას . სერვისის ღირებულება – 0,39 ლარი . 2. ერთი კილოგრამი ბოსტნეულის დახარისხება , შეფუთვა , ეტიკეტირებას . სერვისის ღირებულება- 0,10 ლარი.
3. ერთი ლიტრი ღვინო მასალების გაფილტვრა , ჩამოსხმა,დასაცობება და ეტიკეტირება . სერვისის ღირებულება – 0,26 ლარი. 4. ერთი ლიტრი ღვინო მასალების გაფილტვრა ( მხოლოდ) – 0,10 ლარი. 5. ერთ ტონამდე ქვევრის გაწმენდა და ღვინის გადაღების მომსახურეობა . სერვისის ღირებულება – 40 ლარი. 6. ერთ ტონამდე ღვინის გადაღება ქვევრიდან. სერვისის ღირებულება – 10ლარი. 7. ერთ ტონამდე ქვევრის გაწმენდა . სერვისის ღირებულება – 35 ლარი
ბოლნისში დავით აღმაშენებლის N114 ნომერში გაიხნა არასამავრობო ორგანიზაცია ,,ინტეგრირებული ქალი“, რომლის მთავარი მიზანია, გააფართოვოს იმ ადამიანთა თვალსაწერი, რომლებიც მხოლოდ გენდერული ნიშნით ზღუდავენ ქალებს. დღესდღეობით თანასწორობის იდეა , ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს გააჩნია . თვლიან, რომ ქალს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის დამყარებაში. თუმცა, ამის მიუხედავად , საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც თვლის , რომ თუნდაც ქალების ემოციური ბუნების გამო , მათ არ აქვთ საშუალება იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები . სწორედ ქალის როლისა და თვითშეფასების ამღლებას მოემსახურება ორგანიზაცია რომელ ხმამაღლა აცხადებს რომ თანასწორობა არ უდრის ქალის მამაკაცზე დომინანტობას!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. სოლომონ პავლიაშვილი მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ხელმძღვანელმა პირებმა მეწარმეებთან შეხვედრა მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში გააგრძელეს, სოფელ ნახიდურში კარტოფილის შემკრები და სარეალიზაციო პუნქტი მოინახულეს, კომპანიის „მზიანი მოსავლის“ მუშაობასაც გაეცნენ, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და სხვადასხვა სახეობის ჩიფსს ბოლნისში მოყვანილი კარტოფილით აწარმოებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად ვითარდება. მინისტრის მოადგილემ მეღვინეებთან შეხვედრა აგროცენტრში გამართა, სადაც ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება და უშუალოდ მათგან მოისმინა ამ დარგში მიმდინარე გამოწვევები და ინიციატივები.
სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს როგორც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ისე ძველი ტრადიციული მეთოდით გაშენებული ვენახები. ასევე მოინახულეს სახელმწიფო პროგრამით აშენებული სამაცივრე მეურნეობა და „დანერგე მომავლის“ გრანტის ფარგლებში გაშენებული ვენახი და კაკლის ბაღი.
67 დღიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ დღეს, სოფელ მუშევანს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ორი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. სამართალდამცავებმა, რომლებიც მუშევანის შესასვლელებს აკონტროლებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს. დღეიდან, ადგილობრივები ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. შეგახსენებთ, რომ მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მას შემდეგ აქ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა. სოფელში სულ 80 კოვიდ ინფიცირებული დაფიქსირდა. აღსანიშნავია ,რომ ვირუსით დაინფიცირებულთაგან, დღეის მდგომარეობით, ყველა გამოჯანმრთელებულია.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ზურაბ ხვედელიძის 65 წლის იუბილეა. მსურს, რეჟისორს, რომელმაც ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, დაბადების დღე მივულოცო. სწორედ ამ ღვაწლისთვის მას საპატიო ბოლნისელის წოდება მიენიჭა. ბატონო ზურა, თქვენ ამ ტიტულს უდავოდ იმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენს ერთგულ მაყურებელს საინტერესო სპექტაკლებით კიდევ არაერთხელ გაანებივრებთ,”ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მხარის გუბერნატორთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს, სამხრეთ კავკასიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარეს ოლივერ რაისნერს და DVV internationalis რეგიონალურ ხელმძღვანელ პირს უმასპინძლა. შეხვედრის ფორმატში მხარეებმა ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრეს, კერძოდ, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრის შესახებ, სადაც მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ გადამზადდნენ სხვადასხვა სახელობო პროფესიებში.
ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიულ უბანში ერთ-ერთი ძველი გერმანული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სადაც უახლოეს მომავალში გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება.
,,გულითადად ვულოცავ , ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, წარმატებულ რეჟისორს და ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ზურაბ ხვედელიძეს 65 წლის იუბილეს და საპატიო ბოლნისელის წოდებას. ზურაბ ხვედელიძის რეჟისურა გამორჩეული და ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელია. მან ათეული წლის მანძილზე დადგა არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლი, რამაც ბევრჯერ მოუტანა ჩვენს თეატრალურ დასს აღიარება. სწორედ, მისი შემოქმედება სძენს განსაკუთრებულ ელფერს ჩვენს კულტურულ ცხოვრებას. ბატონმა ზურამ, მისი წარმოდგენებით არაერთხელ მოაწყო თეატრალური დღესასწაული ბოლნისის სცენაზე. მადლობა მას , თეატრალური ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მხნეობას და მაყურებლის კიდევ ბევრ ტაშს!”- ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება; დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მიიღებს.
საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი გაზომილია და გამოწვეულია მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. საქართველოს მთავრობა ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში იღებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ და მას შემდეგ, რაც მსოფლიოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისები შეჩერდა, თუმცა ფრენები ევროპის მიმართულებით არ შეწყვეტილა და კომპანია „აირზენას“ მიეცა საშუალება, შეასრულოს კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით, ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ივლისში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი. ამასთანავე, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ავიარეისების აღდგენის თაობაზე და კონკრეტული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 794 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 229 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და მცდარი ინფორმაცია მძიმე მეტალებითა (ცეზიუმით) და ციანიდით მოწამლული მდინარე კაზრეთულას შესახებ.
როგორც ირკვევა გამოქვეყნებული ფოტო 2011 წელსაა გადაღებული და მასზე ასახული სიტუაცია დღევანდელობას არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოს ავტორმა თავად გაავრცელა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი, ექპსერტი ნიადაგების დაბინძურების საკითხებში გურანდა ავქოფაშვილი მდინარე კაზრეთულას დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
“ფოტო ჩემ მიერაა გადაღებული 2011 წელს, მაშინ კაზრეთულა იყო დაბინძურებული. მეცნიერები 2005-2006 წლებიდან იკვლევენ მდინარის მდგომარეობას, მე დავიწყე კვლევა 2010 წლიდან.
2017 წლამდე სერიოზული დაბინძურება იყო. 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც მე ვახორციელებდი პირადად ნიადაგებში და ამ კვლევებმა აჩვენა, რომ მდინარე კაზრეთულა 2017 წელსაც დაბინძურებული იყო, მაგრამ 2010-2011 წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესდა.
2018 წელს “საყდრისის კომიტეტის” აქტიურობით და საპარლამენტო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, სადაც შევიდნენ “საყდრისის კომიტეტი” და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წევრები და მე.
სამუშაო ჯგუფის მკაცრი მონიტორინგის შედეგად განხორციელდა ის პროექტები, რომელიც ეკოლოგიის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, კერძოდ, გაკეთდა მდინარე კაზრეთულას ინკაფსულაცია მთლიანად საწარმოს ტერიტორიაზე. რამაც გამოიწვია ის, რომ კომპანია “არემჯის“ საწარმოდან ჩამდინარე წყლები აღარ ხვდება მდინარეში. ამ წლის ბოლოს იგეგმება გამწმენდი ნაგებობების დადგმა როგორც მდინარე კაზრეთულაზე, ასევე, ფოლადაურის შენაკადებზე და კვირაცხოვლის ღელეზე,”- აცხადებს ექპსერტი ნიადაგების დაბინძურების საკითხებში გურანდა ავქოფაშვილი.
გურანდა ავქოფაშვილმა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ.
მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც მდინარე კაზრეთულას დაბინძურებას შეეხება. ფოტო რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ადამიანების მიერ არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. იგი გადაღებულია 2011 წელს ჩემს მიერ როდესაც დაბინძურება მართლაც ძალზედ დიდი იყო. მდინარე კაზრეთულაზე კვლევები სამეცნიერო წრეში თითქმის ორი ათეული წელია მიმდინარეობს. პირადად მე 2010 წლიდან აქტიურად ჩავერთე სამეცნიერო კვლეის ნაწილში და არაერთი შრომა და ანგარიში გამოვაქვეყნეთ ამ პრობლემის შესახებ. მსგავსი სიღრმისეული კვლევა იყო 2017 წელს “ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან” https://greenpolicyplatform.wordpress.com/2018/01/15/ აღნიშნულმა კვლევამ დიდი დაინტერესება ჰპოვა ფართო საზოგადოების მხრიდან და 2018 წელს “საყდრისის კომიტეტის” აქტიურობით და საპარლამენტო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის ბატონი კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. სადაც შევიდნენ “საყდრისის კომიტეტი” და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წევრები, რათქმაუნდა თქვენი მონა მორჩილიც. სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორმა ერთად მოახერხეს დღეს ბოლნისის რაიონში, კერძოდ დაბა კაზრეთში განეხორციელებინათ ის ეკოლოგიური პროექტები, რომლებიც სიტუაციას მკვეთრად გააუმჯობესებდა (კომპანია RMG-m ათეული მილიონი დახარჯა იმისთვის რომ გარემოსდაცვითი პროექტები განეხორციელებინა). აღნიშნული ჯგუფის წევრები უკვე ორი წელია მუდმივად უწევენ მონიტორინგს ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს, ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულია ანგარიში და არაერთი ინფორმაცია მოიპოვება სოციალურ ქსელში და მედია სივრცეში აღნიშნული პროცესების შესახებ. დღეს-დღეობით კომპანიის ტერიტორიაზე მოწყობილია ჩამდინარე წყლების შემკრები და წყალსაქაჩი სისტემები, ასევე ამ წლის ბოლომდე ქიმიური გამწმენდი ნაგებობები უნდა მოეწყოს მდინარე კაზრეთულას და სხვა პატარა მდინარეებზე, რომელიც მთლიანად აღმოფხვრის დაბინძურებას. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიში თუ რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი : http://parliament.ge/uploads/other/134/134783.pdf
ხოლო 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ა.შ.შ. ჩემს მიერ გამოკვლეულ იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ნიადაგები მათ შორის ბოლნისის და დმანისის რაიონების, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიადაგებში მძიმე ლითონთა კონცენტრაციები საკმაოდ შემცირებულია და კლების დინამიკაა. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაცია იხ. შემდეგ ბმულზე : http://parliament.ge/…/sakomiteto-mokvleva-ga…/video-rgolebi დღეს ღეობისთ ეკოლოგიური სიტუაცია ბოლნისის რაიონში უმჯობესდება და აღარ არის ისეთი მდგომარეობა როგორიც 2010 წლიდან 2017 წლამდე იყო. P.S. საზოგადოების ნაწილის რეაქცია საკმაოდ დიდია წლების წინ მომხდარ მოვლენებზე და ვფიქრობ დაგვიანებულიც. ჩემო კეთილო ადამიანებო ასევე ერთი პატარა რჩევა მექნება, როდესაც ფოტოს აიღებთ ავტორს თუ არ ეკითხებით, წელი მაინც მიაწეროთ როდის არის ფოტო გადაღებული. 2011 წლის შემდეგ დღემდე 9 წელია გასული და ამ ხნის განმავლობაში მოვლენები იცვლება. ჯობს სხვა ისეთ ფაქტებზე გამახვილდეს ყურადღება, რაც დღეს-დღეობით კიდევ რჩება გამოწვევად. ხოლო სასურველი იქნებოდა საზოგადოებამ სხვა ისეთ მდინარეებზე გაამახვილოს ყურადღება როგორიცაა მდ. ყვირილა, მდ. ლუხუნისწყალი ურავში და ა.შ. აქვე ვტვირთავ მდიანრე კაზრეთულას ფოტოებს 2011 წელს და დღევანდელ დღეს გადაღებულს. დღეს (27 ივნიის) ადგილზე ძლიერი წვიმაა და ამ შემთხვევაშიც აღარ არის ის მდგომარეობა, რაც წლების წინ ხდებოდა. ამიტომ მინდა ყველამ დავუფასოთ ეს შრომა იმ ადამიანებს ვინც დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ ამ მდგომარეობის მისაღებად. არ გეგონოთ ამ პოსტით ვინმეს ვიცავ ან პიარს ვუკეთებ, უბრალოდ მინდა სიმართლე გავაგებინო იმ ადამიანებს ვისაც სიმართლე მართლა აინტერესებს, თუ რა ხდება დღეს მდინარე კაზრეთულას დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით. საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა – Green Policy Public Platform გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი